ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა დაადასტურა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 წრის მატჩში ფეხბურთელებს დაასვენებს.

ბოლო ტურში, ხორვატები ისლანდიელებს ხვდებიან.

"ჯგუფში, ბოლო შეხვედრის დროს ცვლილებები იქნება. ის ფეხბურთელები სათადარიგო სკამზე იქნებიან, რომელთაც ყვითელი ბარათი აქვთ", - განაცხადა მან.

ყვითელი ბარათი რაკიტიჩს, მანჯუკიჩს, რებიჩს და ვრსალკოს აქვთ.

ცხადია, რომ ოთხივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მათ გარეშე ისლანდიას გაცილებით მეტი შანსი ექნება.

ბოლო ტურში, თუ არგენტინა ნიგერიას დაამარცხებს 1/8 ფინალში გასვლის რეალური შანსი ექნება, თუმცა არგენტინამ უნდა მოიგოს 1 ბურთით მეტით, ვიდრე ისლანდია ხორვატიას მოუგებს (თუ მოუგებს).

თუ ისლანდიამ ვერ მოიგო, მაშინ ჯგუფიდან ვერ გავა.

ასევე იხილეთ:

ფოტოები - როგორ ისვენებს პოჩეტინო?

ფოტოები: ხამეს როდრიგესის და მსოფლიო ჩემპიონატიდან

"მესი განზრახ თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ქარ-ცეცხლში გაატარონ"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა