ვერონი: "რა ხდება მესის თავს? მხოლოდ მან იცის"

ვერონი:

არგენტინელმა ლეგენდამ ხუან სებასტიან ვერონმა 2018 წლის მუნდიალზე ისაუბრა.

2 ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრებს მხოლოდ 1 ქულა აქვს და შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს.

"ვიმედოვნებ, რომ ბოლო ტურში ყველაფერი კარგად დასრულდება და ნაკრები 1/8 ფინალში გავა.

რა ხდება მესის თავს? მხოლოდ მან იცის. იმედი მაქვს, რომ ნიგერიასთან ის კარგად ითამაშებს და გუნდიც აჰყვება. ცხადია, რომ მხოლოდ 1 ფეხბურთელს არ შეუძლია მატჩის მოგება.

რატომ არ არის იკარდი მსოფლიოზე? ეს, რომ გავიგო სამპაოლის თავში უნდა შევიდე. მიმდინარე სეზონში, "ინტერში" მან ბევრი გოლი გაიტანა, თანაც მომავალი თაობის ფეხბურთელია. მხოლოდ მწვრთნელმა იცის, თუ რატომ არ წაიყვანა ის", - განაცხადა ვერონმა.

ასევე იხილეთ:

ფოტოები - როგორ ისვენებს პოჩეტინო?

ფოტოები: ხამეს როდრიგესის და მსოფლიო ჩემპიონატიდან

"მესი განზრახ თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ქარ-ცეცხლში გაატარონ"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა