9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო

დღევანდელი ვარჯიშის დროს სამპაოლი მოედანზე თავისი რვეულით იყო, სადაც მისი გეგმები გამოჩნდა.

ფოტოგრაფებმა მისი წარწერები ახლოდან დააფიქსირეს, სადაც გამოჩნდა, თუ რა სქემით აპირებს არგენტინელი ნიგერიასთან თამაშს.

სავარაუდოდ, იმ რვეულში სწორედ ამ მატჩის სასტარტო ფეხბურთელები უნდა ყოფილიყვნენ.

ფოტოზე გამოჩნდა შემდეგი 7 ფეხბურთელის გვარი, რომელიც მოედანზე იყო გადანაწილებული: ედუარდო სალვიო, მარკოს როხო, ტალიფიკო, მასკერანო, დი მარია, იგუაინი, ენცო პერესი.

ცხადია, რომ ამ 7 ფეხბურთელს ლიონელ მესი დაემატება და სავარაუდოდ მეკარე ვილი კაბალიერო. ამრიგად 9 მოთამაშის ვინაობა უკვე ცნობილია.

ასევე იხილეთ:

ფოტოები - როგორ ისვენებს პოჩეტინო?

ფოტოები: ხამეს როდრიგესის და მსოფლიო ჩემპიონატიდან

"მესი განზრახ თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ქარ-ცეცხლში გაატარონ"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა