პირველად ისტორიაში - ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა

პირველად ისტორიაში - ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ბენეფისი მოიწყო და აუტსაიდერი პანამა 6:1 გაანადგურა.

"სამმა ლომმა" ისტორიულ შედეგს მიაღწია, ვინაიდან აქამდე ინგლისს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში 6 გოლი არასოდეს ჰქონია გატანილი.

ინგლისის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე ერთ შეხვედრაში 4 ბურთი იყო, რომელსაც ბოლოს 1966 წლის მუნდიალზე, გერმანიასთან ფინალურ შეხვედრაში (4:2 დამატებით დროში) მიაღწიეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგო და მუნდიალის ისტორიაში მხოლოდ მე-5 გუნდი გახდა, რომელმაც 5 ბურთის გატანა შესვენებამდე მოახერხა.

ინგლისის ნაკრებამდე ეს ავსტრიამ (1954), პოლონეთმა (1974), იუგოსლავიამ (1974) და გერმანიამ (2014) მოახერხეს.

ასევე იხილეთ:

ფოტოები - როგორ ისვენებს პოჩეტინო?

ფოტოები: ხამეს როდრიგესის და მსოფლიო ჩემპიონატიდან

"მესი განზრახ თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ქარ-ცეცხლში გაატარონ"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა