ინგლისი - ბელგია: ვინ გავა პირველ ადგილზე ფრის შემთხვევაში?

ინგლისი - ბელგია: ვინ გავა პირველ ადგილზე ფრის შემთხვევაში?

ინგლისის ნაკრების დღევანდელი ფანტასტიკური გამარჯვების (6:1) შემდეგ პანამასთან, G ჯგუფში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ვითარება შეიქმნა.

2 ტურის შემდეგ ჯგუფს ინგლისი და ბელგია 6-6 ქულით ლიდერობენ და გასაგებია, რომ ფლეი-ოფში სწორედ ეს ორი გუნდი გავა, მაგრამ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს?

ორივე გუნდს თანაბარი ქულები, თანაბარი ბურთების შეფარდება, თანაბარი გოლების რაოდენობა აქვს და იმ შემთხვევაში თუ ბოლო ტურში ინგლისი და ბელგია ერთმანეთში ფრეს ითამაშებენ, ყველაფერს დისციპლინა გადაწყვეტს.

ამ მომენტისათვის ბელგიელებს ტურნირზე 3 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, ხოლო ინგლისელებს - 2, ამიტომ პირველ პოზიციას გარეთ საუთგეითის გუნდი იკავებს.

ასე, რომ ინგლისის ნაკრებს ბოლო ტურში კორექტულად თამაში და ქულის მოპოვებაც ეყოფა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გუნდები ამ კომპონენტშიც გათანაბრდებიან, მაშინ ფიფა კენჭისყრას ჩაატარებს და პირველ ადგილს დაიკავებს გუნდი, რომელსაც უბრალოდ გაუმართლებს.

ინგლისისა და ბელგიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება 28 ივნისს, 22:00 საათზე, გაიმართება.

G ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ:
ინგლისი - ბელგია: ვინ გავა პირველ ადგილზე ფრის შემთხვევაში?

ასევე იხილეთ:

ფოტოები - როგორ ისვენებს პოჩეტინო?

ფოტოები: ხამეს როდრიგესის და მსოფლიო ჩემპიონატიდან

"მესი განზრახ თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ქარ-ცეცხლში გაატარონ"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა