ვერნერი: "კროოსის გოლი საფეხბურთო წიგნებშია შესატანი"

ვერნერი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, შვედეთთან საოცარი შეხვედრა შეაფასა.

"კროოსის გოლი ფეხბურთის ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს. ეს განსაკუთრებული სიტუაცია იყო. პირველ ტაიმში მან შეცდომები დაუშვა, ხოლო 95-ე წუთზე გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.

პირველი გატანილი ბურთის შემდეგ ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით კედელთან ვიბრძოდით. შვედეთის ეროვნულმა გუნდმა გაცილებით დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე მექსიკამ.

დასაწყისში კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ ჩვენ თითქმის ორი მეტრიდან ვერ გაგვქონდა გოლი", - განაცხადა ვერნერმა.

"ბუნდესთიმმა" პირველი ტაიმი 0:1 წააგო, მეორე ტაიმის დებიუტში წონასწორობა აღადგინა და გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა - კროოსმა ფენომენალური ჯარიმა შეასრულა და გერმანიას აუცილებელი სამი ქულა მოუტანა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა