საუთგეითი: "დიდებული დღე იყო!"

საუთგეითი:

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა, პანამის ნაკრებთან დღევანდელი გამარჯვება (6:1) შეაფასა.

"ასეთი ანგარიშით მოგება ძალიან სასიამოვნოა. ტუნისთან შეხვედრასთან შედარებით ეს სულ სხვა ტიპის გამარჯვებაა. დღეს 30 წუთით მოედანი სრულიად დავიპყარით.

პასები კარგად ვითამაშეთ და კარგი გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ. დიდებული დღე იყო, უბრალოდ გაშვებული გოლი არ მომეწონა. თუმცა ასეთი მატჩის შემდეგ ფეხბურთელების გაკრიტიკება რთულია.

ვარჯიშებზე სტანდარტულ სიტუაციებზე აუცილებლად უფრო მეტს ვიმუშავებთ. თამაშის კონტროლი გაცილებით მნიშვნელოვანია, მაგრამ სტანდარებიც მნიშვნელოვანი კომპონენტია", - აღნიშნა 47 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:

ფოტოები - როგორ ისვენებს პოჩეტინო?

ფოტოები: ხამეს როდრიგესის და მსოფლიო ჩემპიონატიდან

"მესი განზრახ თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ქარ-ცეცხლში გაატარონ"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა