ჰუმელსი: "მოდი ყველას დავუმტკიცოთ, რომ უფრო ძლიერები ვართ!"

ჰუმელსი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, შვედეთთან გიჟური გამარჯვების შემდეგ საკუთარ გუნდს მოუწოდა, რომ ჯგუფის ბოლო თამაშში კიდევ უფრო უკეთ იასპარეზოს.

"თამაშის მსვლელობისას და მის შემდეგ ძალიან ბევრი ემოცია გადავიტანეთ. დღეს უფრო უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე წინა შეხვედრაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ საკმარისად კარგები.

ჩვენ გავაანალიზებთ თამაშს, ვუყურებთ ვიდეოს, გავიგებთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთ. ემოციური თვალსაზრისით ეს კარგი და სასარგებლო მატჩი იყო.

დღეს ნამდვილად გაგვიმართლა, მაგრამ შეიძლება სამხრეთ კორეა დავამარცხოთ და ფლეი-ოფში მაინც ვერ გავიდეთ. სწორედ ამიტომ ყველას უნდა დავანახოთ და დავუმტკიცოთ, რომ უფრო ძლიერები ვართ!", - აღნიშნა ჰუმელსმა.

იოახიმ ლიოვის გუნდმა გუშინ ღამით შვედეთი 2:1 დაამარცხა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. თუ ბოლო ტურში გერმანია მოიგებს, ხოლო შვედეთი მექსიკას დაამარცხებს, მაშინ გერმანიას, შვედეთსა და მექსიკას თანაბარი 6 ქულა დაუგროვდებათ და დამატებითი სტატისტიკური მონაცემების დათვლა გახდება საჭირო.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა