შოკი შვეიცარიისთვის - შაჩირი და ჯაკა შესაძლოა მუნდიალიდან მოიკვეთონ

შოკი შვეიცარიისთვის - შაჩირი და ჯაკა შესაძლოა მუნდიალიდან მოიკვეთონ

ჯერდან შაჩირისა და გრანიტ ჯაკას შესაძლოა გოლის აღნიშვნა ძვირად დაუჯდეთ.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა სერბეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა, სადაც გოლები შაჩირიმ და ჯაკამ გაიტანეს.

წარმოშობით ორივე ფეხბურთელი ალბანელია, რომელთანაც სერბეთს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

შესაბამისად, ფეხბურთელებმა მათ მშობლიურ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს და გოლის გატანის დროს არწივის ჟესტიკულაცია გააკეთეს.

გაცნობებთ, რომ ალბანეთის დროშაზე ორი არწივია გამოსახული და სწორედ ორი არწივი გამოჩნდა ამ შეხვედრაშიც.

FIFA-ს წესებით მსოფლიო ჩემპიონატზე პოლიტიკური ჟესტიკულაციები სასტიკად იკრძალება და ეს მინიმუმ 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო და არ არის გამორიცხული, შაჩირიმაც და ჯაკამაც 2018 წლის მუნდიალზე ვეღარ ითამაშონ.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა