ინგლისსა და ბელგიას შესაძლოა მონეტის აგდებით მოუწიოთ პირველ ადგილოსნის გარკვევა

ინგლისსა და ბელგიას შესაძლოა მონეტის აგდებით მოუწიოთ პირველ ადგილოსნის გარკვევა

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის მატჩში ინგლისმა პანამა 6:1 გაანადგურა.

ამ გამარჯვებით, ინგლისმა და ბელგიამ ოფიციალურად მოიპოვეს 1/8 ფინალური ეტაპის საგზური, თუმცა ახლა საქმე იმაშია, თუ რომელი ნაკრები გავა პირველი პოზიციით.

FIFA-ს წესები, თუ რომელ ნაკრებს ენიჭება უპირატესობა ჯგუფში.

1. გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს.

2. გუნდი, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს.

3. გუნდი, რომელსაც უფრო მეტი გატანილი გოლი აქვს.

4. ურთიერთშეხვედრები

5. გუნდი, რომელსაც ნაკლები ყვითელი ბარათი აქვს, ჯგუფურ ეტაპზე.

6. მონეტის აგდება ან წილისყრა (როგორც ჩემპიონთა ლიგაზე).

G ჯგუფში ამჟამად ასეთი სიტუაციაა:

1. ინგლისი - 6 ქულა, 8 გატანილი, 2 გაშვებული, 2 ყვითელი ბარათი
2. ბელგია - 6 ქულა, 8 გატანილი, 2 გაშვებული, 3 ყვითელი ბარათი

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისისა და ბელგიის შეხვედრა ფრედ დასრულდა და ამ მატჩში ინგლისელებმა ბელგიელებზე 1 ყვითელი ბარათით მეტი მიიღეს, მაშინ პირველ ადგილოსნის ბედს მონეტის აგდება გადაწყვეტს.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა