"ის, რომ გერმანელი ან ესპანელი იყოს, ოქროს ბურთიც ექნებოდა"


ხორვატიის ნაკრების მცველმა დეჟან ლოვრენმა მის თანაგუნდელზე ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა.

"რეალისა" და ხორვატიის 10-იანმა მსოფლიო ჩემპიონატის ორივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

"ვფიქრობ, რომ მას გაცილებით მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ გერმანელი ან ესპანელი, რომ იყოს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში მოდრიჩს ოქროს ბურთიც ექნებოდა მოგებული.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფეხბურთელის გვერდით ვთამაშობ, რომელიც დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ლოვრენმა.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა