კადიროვის საქციელით სალაჰი უკმაყოფილოა - ეგვიპტელები მათი კუმირის წინააღმდეგ

კადიროვის საქციელით სალაჰი უკმაყოფილოა - ეგვიპტელები მათი კუმირის წინააღმდეგ

ეგვიპტეში მოჰამედ სალაჰს აღმერთებენ, თუმცა გუშინ მოხდა ფაქტი, რი გამოც აფრიკული ქვეყნის გარკვეული ნაწილი 26 წლის შემტევის წინააღმდეგ განეწყო.

რეალურად, რამზან კადიროვის საქციელი თავად ფეხბურთელსაც არ მოეწონა, თუმცა ეს ყველაფერი მის გარეშე იყო დაგეგმილი და უბრალოდ სიურპრიზად შესთავაზეს.

გუშინ, ეგვიპტის ნაკრები ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ სახლში მიიწვია.

კადიროვმა მხოლოდ სალაჰს (სხვა ფეხბურთელებს არა) ჩეჩნეთის ღირსეული მოქალაქის ორდერი მისცა და ამის შემდეგ ჩეჩნეთის დროშით, მასთან ერთად იპოზიორა.

ცხადია, რომ ეს ფაქტი ეგვიპტელებს არ მოეწონათ და CNN სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავად სალაჰიც უკმაყოფილო იყო.

ფეხბურთელმა კადიროვის წინ უკმაყოფილება არ გამოთქვა, თუმცა ამერიკული წყარო წერს, რომ სალაჰი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობასაც არ გეგმავს.

დღეს, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ეგვიპტე საუდის არაბეთს ხვდება.


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა