გადამწყვეტი ფაზა იწყება - დღეს 4 მატჩია!

გადამწყვეტი ფაზა იწყება - დღეს 4 მატჩია!

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი კულმინაციურ, დასკვნით ეტაპზე გადადის - იწყება ბოლო ტური და უახლოეს დღეებში ყოველდღე 4 თამაში გაიმართება ხოლმე!

დღეს საბოლოო სახეს პირველი ორი ჯგუფი მიიღებს და ცნობილი გახდა პირველი ორი მერვედფინალური წყვილიც.

ურუგვაი - რუსეთი


დასაწყისი: 18:00 საათი
სტადიონი: "სამარა არენა", სამარა
მთავარი მსაჯი: მალანგ დიედიუ (სენეგალი)

ურუგვაისა და რუსეთის ეროვნული გუნდების დაპირისპირებაში ჯგუფის ლიდერის ვინაობა გაირკვევა - მასპინძლებს ფრეც აწყობთ, ხოლო სამხრეთ ამერიკელებს - მხოლოდ გამარჯვება.

ურუგვაის თამაშის წინ ერთი სერიოზული დანაკლისი აქვს - გუნდს ხოსე მარია ხიმენესი გამოაკლდა. "ატლეტიკოს" მცველმა ბარძაყის ტრავმა მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები


ურუგვაი: მუსლერა; ვარელა, კოატესი, გოდინი, კასერესი; კარლოს სანჩესი, ტორეირა, ბენტანკური, დე არასკაეტა; კავანი, სუარესი.

რუსეთი: აკინფეევი; ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი; ზობნინი, გაზინსკი; სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი; ძიუბა.

მთავარი ფაქტები

რუსეთის ნაკრებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე უფრო მეტი გოლი გაიტანა (8) ვიდრე წინა ორ მუნდიალზე ერთად (6, 2002 და 2014 წლებში).

მსოფლიო თასის ბოლო სამმა ევროპულმა მასპინძელმა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი თამაში მოიგო (გერმანია 2006, საფრანგეთი 1998 და იტალია 1990).

ურუგვაის ნაკრებს სუარესი წყალობს, კავანი - არა. ურუგვაელებმა მუნდიალზე ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგეს, რომელშიც სუარესმა გიტანა, ხოლო წააგეს ორიდან ორი, რომელშიც თავი კავანიმ გამოიჩინა.

საუდის არაბეთი - ეგვიპტე


დასაწყისი: 18:00 საათი
სტადიონი: "ვოლგოგრად არენა", ვოლგოგრადი
მთავარი მსაჯი: ვილმარ როლდან პერესი (კოლუმბია)

A ჯგუფის აუტსაიდერები პრესტიჟის დასაცავად იბრძოლებენ და ეცდებიან, რომ რუსეთი ღირსეულად დატოვონ.

საუდის არაბეთი და ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო თამაშს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები


საუდის არაბეთი: ალ-მოსაილემი; ალ-ბულაილი, ჰავსავი, ალ-ბრეიკი, ალ-შაჰრანი; ალ-ფარაჯი, ოტაიფი, ალ-მოგაჰვი, ალ-დავსარი, ბაჰებრი; ასირი.

ეგვიპტე: ელ-ჰადარი; ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, აბდელშაფი; ჰამედი, ელნენი; სალაჰი, საიდი, ტრეზეგე; მოზენი.

მთავარი ფაქტები

ეგვიპტის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არცერთი თამაში არ მოუგია.

ეგვიპტელებმა მუნდიალზე ბოლო ორი გოლი, მათ შორის წინა ტურში რუსეთთან (1:3), პენალტით გაიტანეს. ეგვიპტემ მსოფლიო თასზე ბოლო გოლი თამაშიდან 1934 წლის მუნდიალზე გაიტანა - ეგვიპტე 2:4 უნგრეთი.

ესპანეთი - მაროკო


დასაწყისი: 22:00 საათი
სტადიონი: "კალინინგრად არენა", კალინინგრადი
მთავარი მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

უკვე ჯგუფში ჩარჩენილი მაროკოს ნაკრები მუნდიალზე ერთი გოლის გასატანად მაინც იბრძოლებს, ხოლო ესპანეთს თავისი მიზანი აქვს - მორიგი სამი ქულა, კომფორტული გამარჯვება და პირველი ადგილის დაკავება.

საკადრო პრობლემა არცერთ გუნდს არ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები


ესპანეთი: დე ხეა; კარვახალი, პიკე, რამოსი, ალბა; ისკო, ბუსკეტსი, ინიესტა; ვასკესი, კოშტა, დავიდ სილვა.

მაროკო: მუნირი; დირარი, ბენატია, და კოშტა, ჰაკიმი; ელ აჰმადი, ბუსოუფა; ამრაბატი, ბელჰანდა, ზიეხი; ბუტაიბი.

მთავარი ფაქტები

მაროკოს ბოლო 15 მატჩიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორი აქვს მოგებული. თუმცა ორივე გამარჯვება მაროკოელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოიპოვეს: 1986 წელს პორტუგალიასთან 3:1 და 1998 წელს შოტლანდიასთან 3:0.

ესპანეთს მსოფლიო თასზე აფრიკულ გუნდებთან 4 თამაშიდან 3 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. ამ მატჩებში "ფურია როხამ" 11 გოლი გაიტანა და ყოველ თამაშში მინიმუმ - ორი ბურთი.

ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბოლო რვა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო.

ირანი - პორტუგალია


დასაწყისი: 22:00 საათი
სტადიონი: "მორდოვია არენა", სარანსკი
მთავარი მსაჯი: ენრიკე კასერესი (პარაგვაი)

დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ ირანი-პორტუგალიაა, ვინაიდან გუნდები ფლეი-ოფის საგზურისთვის იბრძოლებენ. კარლოს კეირუშის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აწყობს, პორტუგალიას - ფრეც ჰყოფნის.

ირანიც და პორტუგალიაც მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები


ირანი: ბეირანვანი; რეზაიანი, პურალიგანი, ჰოსეინი, ჰაჯსაფი; ებრაჰიმი, ეზატოლაჰი; კარიმი, ტარემი, ამირი; აზმუნი.

პორტუგალია: პატრისიო; სედრიკი, პეპე, ფონტე, გერეირო; ბერნარდუ სილვა, კარვალიო, მოუტინიო, მარიო; გედეში, რონალდუ.

მთავარი ფაქტები

ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს 2006 წელსაც დაუპირისპირდნენ. მაშინ გერმანიაში პორტუგალიამ ირანი 2:0 დაამარცხა და ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუმ ერთი ბურთი გაიტანა. რონალდუ არის ერთადერთი პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც 12 წლის წინანდელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ირანს ევროპულ ნაკრებებთან მსოფლიო თასზე 7 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 6 წაგება და 1 ფრე, რომელსაც გუნდმა 1978 წელს შოტლანდიასთან მიაღწია.

ირანელთა თავკაცი, კარლოს კეირუში, პორტუგალიელია და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს 1991-93 და 2008-10 წლებში ხელმძღვანელობდა. 2010 წლის მუნდიალზე კეირუშმა პორტუგალიას ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოაგებინა - 7:0 ჩრდილოეთ კორეასთან.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა