არგენტინელი მწვრთნელი: "მესი ნაკრებიდან უნდა გააგდონ"

არგენტინელი მწვრთნელი:

ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი, კარუსო ლომბარდი აცხადებს, რომ არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი გამიზნულად თამაშობს ცუად, რათა მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ.

გარდა ამისა, კარუსომ ისიც თქვა, რომ 31 წლის ფორვარდი ყოველთვის იმ ფეხბურთელების შეკრებას ცდილობს, რომლებიც მას მოსწონს.

"მესიმ შვიდი მწვრთნელი შეჭამა, ისეთი გრძნობა მაქვს, გამიზნულად თამაშობს ცუდად, რათა სამპაოლი ცეცხლში ჩააგდოს", - ციტირებს ლომბარდის სიტყვებს Marca.

"ნაკრებიდან უნდა გააგდონ, რადგან არაფერი არ აინტერესებს. მესის უნდა, რომ მის ირგვლივ მხოლოდ ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც უყვარს და არა ისინი, რომლებიც ნამდვილად საუკეთესოები არიან".

არგენტინის ნაკრები, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. ბოლო მატჩს "ალბისელესტე" ნიგერიასთან გამართავს (26 ივნისი).

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა