სალაჰი ეგვიპტის ნაკრებიდან მიდის? - ფედერაციის განცხადება

სალაჰი ეგვიპტის ნაკრებიდან მიდის? - ფედერაციის განცხადება

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციაში 2018 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის ნაკრებიდან შესაძლო წასვლაზე არსებული ინფორმაციით გაკვირვებულნი არიან.

მოგეხსენებათ, აქამდე, ეს ვერსია ავტორიტეტულმა ტელეარხმა CNN-მა გაავრცელა.

"ყოველთვის ვიღებთ ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებსაც სალაჰი იღებს. მთელ დღეს ერთად ვატარებთ და არასოდეს მომხდარა ამ საკითხის განხილვა დელეგაციის რომელიმე წევრთან".

"ამჟამად სპორტულ ღონისძიებაზე ვართ და ფიფას პროცედურის თანახმად, პოლიტიკას არ განვიხილავთ. თუ რაიმე პოლიტიკური დისკუსია არსებობს, აუცილებლად ფიფას უნდა გადაეცეს", - წერია ეგვიპტის ფედერაციის განცხადებაში CNN-ს საპასუხოდ.

26 წლის სალაჰმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. ეგვიპტელები, რომლებსაც ფლეი ოფში გასვლის შანსი აღარ დარჩათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საუდის არაბეთთან დღეს გამართავენ.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა