რა რჩევა მისცა როისმა კროოსს ჯარიმის წინ?

რა რჩევა მისცა როისმა კროოსს ჯარიმის წინ?

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, რომელმაც მუნდიალზე შვედეთის (2:1) კარში მე-5 დამატებულ წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, იმის შესახებ ისაუბრა, თუ რაზე ბჭობდა მარკო როისთან ერთად გადამწყვეტი დარტყმის წინ.

მოგეხსენებათ, ჰავბეკმა თანაგუნდელთან ბურთი გაითამაშა და მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა ბურთი.

"როისს უნდოდა, რომ პირდაპირ დამერტყა", - ციტირებს კროოსის სიტყვებს Suddeutsche Zeitung.

"ვუპასუხე: "ეჭვი მეპარება, არამგონია ამისგან რამე გამოვიდეს". საბოლოო ჯამში, ბურთის გათამაშება გადავწყვიტეთ, შემდეგ კი დარტყმა".

F ჯგუფში ორი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრები მეორე ადგილს იკავებს 3 ქულით. მესამე ტურში იოაჰიმ ლიოვის შეგირდები კორეას (27 ივნისი) დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა