მესის ემოციური განცხადება: "ჩემს ოცნებაზე უარს ვერ ვიტყვი"

მესის ემოციური განცხადება:

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს, ლიონელ მესის ძალიან უნდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

"ალბისელესტემ" 2018 წლის მუნდიალზე ორი მატჩი ჩაატარა და გუნდის აქტივში ერთი ქულაა. არგენტინელებმა ისლანდიასთან ფრედ ითამაშეს, შემდეგ კი ხორვატიასთან განადგურდნენ.

"ყოველთვის ვოცნებობდი მსოფლიო თასის აწევაზე და წარმოუდგენელი ემოციების განცდაზე - ეს მილიონობით არგენტინელს სიხარულს მოჰგვრიდა. ჩემს ოცნებაზე უარს ვერ ვიტყვი".

"ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე, მაგრამ ჯერ კიდევ ამბიციებით სავსე ვარ. კარიერის დასრულება არ მინდა ისე, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გავხდე", - დასძინა მესიმ The Sun-თან საუბრისას.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა