ურუგვაიმ რუსეთი გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [VIDEO]

ურუგვაიმ რუსეთი გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [VIDEO]

რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ურუგვაისთან განადგურდა - 0:3.

პირველ ტაიმში ლუის სუარესმა ლამაზი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. სამხრეთამერიკელთა უპირატესობა ორამდე დენის ჩერიშევის ავტოგოლის შემდეგ გაიზარდა.

36-ე წუთზე, ტურნირის მასპინძლები იგორ სმოლნიკოვის გაძევების შემდეგ კაცნაკლული დარჩნენ - რუსმა ფეხბურთელმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ედინსონ კავანიმ დააფიქსირა.

ურუგვაი - რუსეთი 3:0
გოლები: სუარესი, 10, ჩერიშევი, 23 (ა.გ), კავანი, 90

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, კოატესი, გოდინი, ნანდესი (როდრიგესი, 73), ვესინო, ბენტანკური (დე არასკაეტა, 63), ტორეირა, ლაქსალტი, სუარესი, კავანი (გომესი, 90+3)

რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, გაზინსკი (კუზიაევი, 46), ზობნინი, სამედოვი, ალ. მირანჩუკი (სმოლოვი, 60), ჩერიშევი (ფერნანდესი, 38), ძიუბა

გაფრთხილებები: გაზინსკი, სმოლინკოვი

გაძევება: სმოლნიკოვი, 36 (მეორე ყვითელი ბარათი)


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა