ურუგვაიმ არგენტინის 1998 წლის მიღწევა გაიმეორა

ურუგვაიმ არგენტინის 1998 წლის მიღწევა გაიმეორა

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რუსეთი 3:0 გაანადგურა და პირველი ეტაპი 100%-იანი შედეგით დაასრულა.

ოსკარ ტაბარესის გუნდმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, თანაც ისე, რომ არცერთი გოლი არ გაუშვია. ასეთი რამ ბოლოს 1998 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრებმა მოახერხა.

ურუგვაის ნაკრები ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა ფლეი-ოფში და ეცდება, რომ წინა მუნდიალის შედეგი - მერვედფინალური ეტაპი, გააუმჯობესოს.

ურუგვაელების მოწინააღმდეგე დღეს საღამოს გაირკვევა. სამხრეთ ამერიკელები B ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდებიან: ესპანეთს, პორტუგალიას ან ირანს.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა