კავანიმ სუარესის რეკორდი გაიმეორა

კავანიმ სუარესის რეკორდი გაიმეორა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, რუსეთთან დღევანდელი გამარჯვების (3:0) შემდეგ უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

სამხრეთ ამერიკელთა ფორვარდმა მასპინძლებს ბოლო გოლი გაუტანა და გახდა მხოლოდ მეორე ურუგვაელი მოთამაშე, რომელმაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი.

პირველი კი, რა თქმა უნდა, მისი თანაგუნდელი და მეწყვილე, ლუის სუარესი, გახლდათ. სუარესმა და კავანიმ 2010, 2014 და 2018 წლის მუნდიალებზე გაიტანეს გოლი.

ედინსონ კავანი ურუგვაის ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავს და 104 თამაშში 43 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა