ბოლოს როდის მოიგო საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე?

ბოლოს როდის მოიგო საუდის არაბეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე?

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საუდის არაბეთმა ნავსი გატეხა და ეგვიპტე ბოლო წამებზე დაამარცხა - 2:1.

ხუან ანტონიო პიცის გუნდმა რუსეთი გამარჯვებით, ღირსეულად დატოვა და ამავდროულად, მუნდიალებზე 12 მატჩიანი მოუგებელი სერია (2 ფრე, 10 წაგება) შეწყვიტა.

მსოფლიო თასზე საუდის არაბეთს აქამდე ბოლოს 1994 წელს ჰქონდა მოგებული, როდესაც არაბებმა ჯგუფურ ეტაპზე ბელგიის ნაკრები 1:0 დაამარცხეს.

1994 წელს საუდის არაბეთმა მსოფლიო თასზე პირველად იასპარეზა და მერვედფინალშიც გავიდა. მას შემდეგ კი არაბები ჯგუფში უკვე მეოთხედ ჩარჩნენ.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა