სამპაოლი: "ხვალ არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში შევალთ!"

სამპაოლი:

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, ნიგერიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ საკმაოდ თავდაჯერებულია.

"ხვალინდელ მატჩს ჩვენთვის ცხოვრებისეული მნიშვნელობა ექნება. ფლეი-ოფში გასვლა ორივე გუნდს შეუძლია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მატჩი ძალიან მიმზიდველი და საინტერესო უნდა იყოს.

ვირტაულური სამყარო საერთოდ არ მადარდებს. ინტერნეტში მატჩის წაგების შემთხვევაში უკვე არარაობა ხარ, ამიტომ ამას ყურადღება არ უნდა მიექცეს.

დარწმუნებული ვარ, ხვალ არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს დავწერთ. მჯერა, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ხვალიდან სხვანაირად მიუდგება", - აღნიშნა სამპაოლიმ.

"ალბისელესტეს" 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ფლეი-ოფში გასასვლელად ხვალ ნიგერიის ნაკრების დამარცხება და ხორვატების მცირე დახმარება სჭირდება.

ასევე იხილეთ:

არეულობა არგენტინის ნაკრებში - ნიგერიასთან შემადგენლობას მოთამაშეები დააყენებენ

ხორვატია ფეხბურთელებს ასვენებს - ცუდი ამბავი არგენტინისთვის

9 ფეხბურთელი, რომელიც ნიგერიასთან ითამაშებს ცნობილია - სამპაოლის რვეულის ფოტო


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა