სასწაული B ჯგუფში! - ბოლო წუთებზე პორტუგალიამ გაუშვა, ესპანეთმა გაიტანა [VIDEO]

სასწაული B ჯგუფში! - ბოლო წუთებზე პორტუგალიამ გაუშვა, ესპანეთმა გაიტანა [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრები დასრულდა.

პორტუგალიის ნაკრები ირანის ნაკრებს შეხვდა და დაპირისპირება ფრედ 1:1 დამთავრდა.

45-ე წუთზე ანგარიში ქუარეშმამ გახსნა. 53-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი შეასრულა, თუმცა მას მეკარემ აჯობა.

საბოლოოდ კარიმ ანსარიფარდმა 93-ე წუთზე გაიტანა და ირანს ქულა მოუტანა.



ესპანეთი მაროკოს შეხვდა და დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

მე-14 წუთზე ანგარიში ბოუტაიბმა გახსნა, რასაც მე-19 წუთზე ისკოს გოლი მოჰყვა. 81-ე წუთზე ესპანეთს ენ ნესირიმ გაუტანა.

93-ე წუთზე იაგო ასპასმა გაიტანა და ესპანეთს ქულა მოუტანა.

ბოლო წუთებამდე ჯგუფში პირველი ადგილი პორტუგალიას ეკავა, თუმცა მათ ბოლო წუთზე გაუშვეს, ესპანეთმა კი ბოლო წუთზე გაიტანა. შესაბამისად ჯგუფიდან პირველი ადგილით ესპანეთი გავიდა.

ორივე გუნდს 5-5 ქულა დაუგროვდათ, თანაც ბურთების შეფარდებაც თანაბარი ჰქონდათ +1

პირველ ადგილოსნის ბედი მეტმა გატანილმა ბურთმა გაარკვია. ესპანეთს 6 გატანილი და 5 გაშვებული ბურთი ჰქონდა, პორტუგალიას კი 5 გატანილი და 4 გაშვებული.



ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში გავა დღეს არგენტინა ჯგუფიდან? - FIFA-ს წესები

ვის შეხვდება ესპანეთი 1/4 ფინალში?

რა შემთხვევაში შედგება არგენტინისა და პორტუგალიის მატჩი მუნდიალზე?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა