რა შემთხვევაში შედგება არგენტინისა და პორტუგალიის მატჩი მუნდიალზე?

რა შემთხვევაში შედგება არგენტინისა და პორტუგალიის მატჩი მუნდიალზე?

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში პორტუგალიამ მე-2 ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში ურუგვაის ხვდება.

არის შანსი, რომ 1/4 ფინალში ერთმანეთს არგენტინა და პორტუგალია შეხვდნენ.

ამისთვის, საჭიროა, რომ არგენტინა ჯერ ჯგუფიდან გავიდეს და თუ ნიგერია დაამარცხა, მხოლოდ მე-2 ადგილის დაკავების შესაძლებლობა აქვს.

D ჯგუფიდან გასული მე-2 ადგილოსანი C ჯგუფის პირველ ადგილოსანს ხვდება და სავარაუდოდ ეს ნაკრები საფრანგეთი იქნება.

1/8 ფინალში არგენტინა თუ გავიდა ჯგუფიდან საფრანგეთს შეხვდება.

შემდეგ კი ეს 2 წყვილი ერთმანეთს 1/4 ფინალში ხვდება.

თუ არგენტინა ჯგუფიდან გავიდა და შემდეგ C ჯგუფის პირველი ადგილოსანიც დაამარცხა (სავარაუდოდ საფრანგეთი) 1/4 ფინალში პორტუგალიას შეხვდება.

რა თქმა უნდა, ამისთვის პორტუგალიამაც უნდა დაამარცხოს ურუგვაი.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში გავა დღეს არგენტინა ჯგუფიდან? - FIFA-ს წესები

ვის შეხვდება ესპანეთი 1/4 ფინალში?

რა შემთხვევაში შედგება არგენტინისა და პორტუგალიის მატჩი მუნდიალზე?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა