რა შემთხვევაში გავა დღეს არგენტინა ჯგუფიდან? - FIFA-ს წესები

რა შემთხვევაში გავა დღეს არგენტინა ჯგუფიდან? - FIFA-ს წესები

დღეს, 22:00 საათზე არგენტინისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. ხორხე სამპაოლის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო დაპირისპირებაში ნიგერიას შეხვდება.

1. ხორვატია - 6 ქულა, 5 გატანილი, 0 გაშვებული

2. ნიგერია - 3 ქულა, 2 გატანილი, 2 გაშვებული

3. ისლანდია - 1 ქულა, 1 გატანილი, 3 გაშვებული

4. არგენტინა - 1 ქულა, 1 გატანილი, 4 გაშვებული

რა შემთხვევაში გავა არგენტინა?

1. თუ არგენტინამ მოიგო და ისლანდიამ ვერა - ამ შემთხვევაში სამპაოლის გუნდი პირდაპირ გავა, ყოველგვარი ბურთების თვლის გარეშე.

2. თუ არგენტინამ ვერ მოიგო ამ შემთხვევაში სამპაოლისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს რა მოხდება ხორვატია-ისლანდიის მატჩში, რადგან 1/8 ფინალისთვის უკვე ისლანდია და ნიგერია იბრძოლებენ.

როგორც ხედავთ, არგენტინას მხოლოდ მოგება სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც არის შანსი, რომ ჯგუფში ჩარჩეს.

თუ არგენტინა მოიგებს 4 ქულა ექნება, თუმცა თუ ისლანდიაც მოიგებს ამ ნაკრებსაც 4 ქულა ექნება.

FIFA-ს წესები, თუ რომელ ნაკრებს ენიჭება უპირატესობა ჯგუფში:

1. გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს.

2. გუნდი, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს.

3. გუნდი, რომელსაც უფრო მეტი გატანილი გოლი აქვს.

4. ურთიერთშეხვედრები

5. გუნდი, რომელსაც ნაკლები ყვითელი ბარათი აქვს, ჯგუფურ ეტაპზე.

6. მონეტის აგდება ან წილისყრა (როგორც ჩემპიონთა ლიგაზე).

თუ არგენტინამაც და ისლანდიამაც მოიგო:

1. ორივე ნაკრებს თანაბარი ქულა ექნება და მეორე პუქნტის ჩართვა გახდება საჭირო.

2. შესაძლოა მეორე პუნქტმაც არ გადაწყვიტოს ამ ჯგუფში, მე-2 1/8 ფინალისტის ვინაობა. თუ არგენტინამ 2:0 მოიგო და ისლანდიამ 1:0 ასეთი სიტუაცია იქნება:

არგენტინა - ბურთების შეფარდება 3/4
ისლანდია - ბურთების შეფარდება 2/3

როგორც ხედავთ, ორივეს მინუს 1 ექნება.

3. ამის შემდეგ საქმე მე-3 პუნქტზე გადავა აქ კი უპირატესობა არგენტინას მიენიჭება. მესამე პუნქტი იმ ნაკრებს ანიჭებს უპირატესობას, რომელსაც მეტი გატანილი გოლი აქვს.

მართალია ბურთების შეფარდება თანაბარი იქნება, თუმცა არგენტინას 1 ბურთით მეტი ექნება გატანილი (3 გატანილი, 4 გაშვებული, ისლანდიას კი 2 გატანილი, 3 გაშვებული).

შეჯამება:

თუ სამპაოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლა უნდა, აუცილებელია, რომ მოიგოს 1 ბურთით მეტით, ვიდრე ისლანდია ხორვატიას მოუგებს.

ასევე იხილეთ:


ვის შეხვდება ესპანეთი 1/4 ფინალში?

რა შემთხვევაში შედგება არგენტინისა და პორტუგალიის მატჩი მუნდიალზე?


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა