პეკერმანი: "სენეგალმა ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარა"

პეკერმანი:

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხოსე პეკერმანი, მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში გასვლით კმაყოფილია.

"ფეხბურთში ჯადოსნური ფორმულა და ერთგვაროვანი პასუხი თუ რატომ დაამარცხა ერთმა გუნდმა მეორე - არ არსებობს. სტანდარტულ სიტუაციებზე ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავითაც და ფეხითაც კარგად მოქმედებენ.

ჩვენი ჯგუფი ძალიან თანაბარი იყო. ავიღოთ სენეგალის მაგალითი, რომელთაც ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარეს, მაგრამ სახლში უწევთ წასვლა.

დღეს ჰაერში ძალიან დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა და ამ მხრივ ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა", - განაცხადა გამოცდილმა არგენტინელმა სპეციალისტმა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა