გუშინ, ცნობილმა ამერიკულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლებრონ ჯეიმსმა "კლივლენდი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
შუა სეზონის დროსაც, ხშირად იწერებოდა, რომ 33 წლის კალათბურთელი სეზონის დასრულებისთანავე "კავალიერს" დატოვებდა. ამის მიზეზად, სუსტი შემადგენლობა სახელდებოდა.
გაცნობებთ, რომ გუნდი შემდეგ სეზონში, ხელფასის სახით კალათბურთელს 35 მილიონ დოლარს სთავაზობდა, თუმცა მან იუარა.
ESPN წერს, რომ ლებრონი სავარაუდოდ "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" ან "ფილადელფიაში" გადავა.