VIDEO: ნეიმარის გოლი და ასისტი - ბრაზილია მეოთხედფინალშია!

VIDEO: ნეიმარის გოლი და ასისტი - ბრაზილია მეოთხედფინალშია!

ლათინო ამერიკული დერბი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - ტიტეს გუნდმა მექსიკას 2:0 მოუგო.

მექსიკელებმა "სელესაოს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ხოლო თავად საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღეს.

მეორე ტაიმის სტარტზე ვილიანის პასით ცარიელ კარში ნეიმარმა გაიტანა, ხოლო თამაშის ბოლოს უკვე ნეიმარმა გაატანინა ცარიელ კარში შეცვლაზე შემოსულ რობერტო ფირმინოს.

ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის 1/4 ფინალში გავიდა და ბელგია-იაპონიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ბრაზილია 2:0 მექსიკა

გოლები: 1:0 - ნეიმარი (51'), 2:0 - ფირმინო (88').

ბრაზილია: ალისონი; ფაგნერი, სილვა, მირანდა, ლუისი; კაზემირო, პაულინიო, კოუტინიო; ნეიმარი, ვილიანი, ჟესუსი.

ცვლილება: ფერნანდინიო, ფირმინო, მარკინიოსი.

მექსიკა: ოჩოა; ალვარესი, სალსედო, აიალა, გალარდო; ერერა, მარკესი, გუარდადო; ველა, ჩიჩარიტო, ლოსანო.

ცვლილება: ლაიუნი, დოს სანტოსი, ხიმენესი.

მიმოხილვა


ასევე იხილეთ:

დღის ფოტო: რონალდო და გვერდით მარადონასა და მისი გერლფრენდის კოცნა

როგორ შეაჩერა საფრანგეთმა მესი? - დეშამის ახსნა-განმარტება

"დონატელო სწრაფია", - ასე გამოეხმაურა დანი ალვეში მბაპეს გოლებს


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა