"ჩვენთვის შეიძლება, ნეიმარისთვის არა!" - როგორ იცავდნენ ინგლისელები თავის ფეხბურთელებს?


მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალამდე ჯორდან ჰენდერსონი თითქმის არასდროს მიმართავდა სიმულაციას, თუმცა კოლუმბიასთან მატჩში სტივენ ჯერარდის მემკვიდრეს დაემართა ნეიმარის სინდრომი.

აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" კაპიტანი სამსახიობო კლასით ბევრად ჩამოუვარდება თავის ბრაზილიელ კოლეგას, ჰენდერსონს არ გამოუვიდა ტკივილის გრძნობის იმიტირება, მაგრამ ის ეპიზოდი საფეხბურთო სამყარომ მაინც მომენტალურად აიტაცა.

"ჩვენთვის შეიძლება, ნეიმარისთვის არა!" - როგორ იცავდნენ ინგლისელები თავის ფეხბურთელებს?

შეხვედრის მე-40 წუთზე აგონიაში მყოფმა ჰენდერსონმა ნიკაპი იტკინა, მას შემდეგ, რაც ინგლისელს შეეხო ვილმარ ბარიოსი. კოლუმბიელმა უხეშობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, ჯორდანმა სიმულაციის გამო - არა.

ჰენდერსონის ეპიზოდი



ნისლიან ალბიონზე გულშემატკივრები თავისი თანამემამულის დაცვას შეუდგნენ, თუმცა ზუსტად ერთი დღით ადრე ბრიტანელებმა მიწასთან გაასწორეს ნეიმარი, რომელსაც მექსიკელები რეალურად ურტყამდნენ ფეხებში.

ადეკვატურობა გამოიჩინა ჟურნალისტმა რობი სევიჯმა: "ხალხი აკრიტიკებს ბრაზილიელს სიმულაციის გამო, მაგრამ არავის უნდა იმის დანახვა, რომ ჰენდერსონიც გამოირჩევა არტისტული ნიჭით,"

"bet365"-ის ტვიტერმა კი თვითირონია გამოიჩინა: "მე გუშინ: ნეიმარ, ადექი! მე დღეს: ჰენდერსონ იწექი!"

"ჩვენთვის შეიძლება, ნეიმარისთვის არა!" - როგორ იცავდნენ ინგლისელები თავის ფეხბურთელებს?

ინგლისმა ზოგადად გაგვაოცა თავისი ვარდნებით, მიწაზე ხოხიალითა და ტკივილის დემონსტრირებით. ჯორდანის გარდა ტრავმის იმიტირებას აქტიურად ცდილობდა ჰარი მაგუაირი, რომელსაც პრემიერ ლიგაში კლდესაც კი ეძახიან, თუმცა კოლუმბიასთან მატჩში "ლესტერის" მცველი კენჭად იქცა.

მაგუაირის ეპიზოდი



პენალტების სერიაში ჰენდერსონმა თავისი მომენტი გაანიავა. ალბათ სიმბოლურიც არის ჯორდანის ესეთი სასჯელი სიმულაციის შემდეგ. აღნიშნულ თამაშში კიდევ რამდენიმე საკამათო ეპიზოდი შეგვხვდა. მარკ გეიგერმა ჯამში 8-ჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი, რამდენად მართებული იყო მისი გაფრთხილებები სადავოა.

"ჩვენთვის შეიძლება, ნეიმარისთვის არა!" - როგორ იცავდნენ ინგლისელები თავის ფეხბურთელებს?

ამერიკელი არბიტრის არაადეკვატურობამ კიდევ ერთხელ შეიტანა ეჭვი აშშ-ს, კანადისა და ახალი ზელანდიის მსაჯების კლასში. კოლუმბიელთა მხრიდან კი პროტესტის გრძნობა გაუჩნდა ლეგენდარულ ფაუსტინო ასპრილიას: "რთულია მოიგო მაშინ, როდესაც რეფერი ინგლისის დედოფლისთვის თამაშობს,"

სიმულაციები, ყვითელი ბარათები, კოლუმბიელების გამოცოცხლება ბოლო წუთებზე და დაძაბული პენალტების სერია - სწორედ ამით იყო გამორჩეული დღევანდელი 1/8 ფინალური დაპირისპირება

ინგლისი-კოლუმბია 1:1 (პენ. 4:3)


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა