დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

კრიშტიანუ რონალდუ 22 წლის იყო როდესაც მასთან მივიდა სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე რენე მალენსტენი და უთხრა: "მხოლოდ ფინტებითა და უაზრო სიმულაციებით ვერასდროს გახდები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ცვლილებების დრო დადგა, უნდა იყო უფრო ეფექტური და სეზონში მინიმუმ 40 გოლი გაიტანო,"

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

პორტუგალიელი მალევე მიხვდა თუ რას ითხოვდა მისგან მალენსტენი და კარდინალურად შეიცვალა სათამაშო სტილი. გამხდარი და მტირალა მოზარდისგან რონალდუ იქცა შეუჩერებელ გოლების მანქანად.

5-6 წლის წინ ყველას ეგონა, რომ ახალი კრიშტიანუ გახდებოდა ნეიმარი. პორტუგალიელივით ტექნიკური, ამბიციური და პირველობაზე მეოცნებე. რონალდუს მსგავსად, ბრაზილიელმაც ადრეული ასაკიდანვე აალაპარაკა მთელი მსოფლიო.

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

სამწუხაროდ ნეიმარს არ ჰყავდა თავისი რენე. ჭკვიანი მენტორის ნაცვლად ბრაზილიელს შეესიენ ანგარებიანი მამა, სხვადასხვა აგენტები და პიარ-მენეჯერები. "სანტოსის" ვუნდერკინდი იქცა ნამდვილად სარეკლამო სახედ.

ეს ყველაფერი ცუდი არ არის. მესისა და რონალდუს სახელებიც ხომ უკვე დიდი ხანია, რაც კომერციული ბრენდია, მაგრამ ერთი განსხვავებით - არგენტინელი და პორტუგალიელი საფეხბურთო მოედანზეც ისეთივე წარმატებულები არიან როგორც ბიზნესში, ნეიმარს კი ძალიან ბევრი უკლია ლეოსა და კრიშტიანუმდე.

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

ყოველი ტურნირის დაწყების წინ, გულშემატკივრები ბრაზილიელისგან ითხოვენ რაღაც გრანდიოზულს, თუმცა უკვე მერამდენე წელია, რაც ნეიმარი ვერ ამართლებს ქომაგდა მოლოდინს. მოგებული ტიტულების ნაცვლად ჩვენ ვხედავთ სიმულაციებსა და ფულზე წუწუნს.

ნეიმარი 26 წლის არის, მისი სანაკრებო მიღწევების კოლექციაში კი დევს მხოლოდ ოლიმპიური ოქრო. რაც შეეხება საკლუბო ტიტულებს, ჩემპიონთა ლიგა არის, მაგრამ არა "პსჟ"-ს შემადგენლობაში, არამედ "ბარსელონაში", მაგრამ იქ ნეიმარი ხომ გამუდმებით მესის ჩრდილში იმყოფებოდა.

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისთვის პრიორიტეტულ შენაძენად ითვლება კილიან მბაპე და არა ბრაზილიელი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარს ჰქონდა ყველაფრის გამოსწორების შანსი, მაგრამ ბრაზილიელმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ის იწვევდა გაღიზიანებას, მაშინაც კი როდესაც მოედანზე რაიმე სასარგებლოს აკეთებდა. სიმულაციებმა, წუწუნმა, ტირილმა და პენალტების უაზრო მოთხოვნამ მკვეთრად გადაფარა ბრაზილიელის გოლები, ასისტები და კრეატიულობა.

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

ნეიმარი აპელირებდა ვიდეო გამეორებების დროსაც კი. საინტერესოა, "სელესაოს" შემტევს მართლა ეგონა, რომ მსაჯი დაუჯერებდა მას და არა მონიტორთან მსხდომ კოლეგებს?

ადრე ყველა მკითხაობდა თუ როდის მოიგებდა ბრაზილიელი ოქროს ბურთს, ახლა საფეხბურთო სამყაროში სულ სხვა აზრები ტრიალებს ნეიმართან დაკავშირებით. შელახული რეპუტაციის აღდგენა კი ძალიან რთული იქნება.

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერში "სელესაოს" მთავარ მწვრთნელს ტიტესაც მიუძღვის ბრალი. 57 წლის თავკაცი მეტისმეტად ენდობოდა თავის ვარსკვლავს, არასდროს გაყავდა და ყოველ ინტერვიუში უმღეროდა დიფერამბებს, არადა ჭკუის სწავლება ნამდვილად არ აწყენდა ბრაზილიის ათიანს.

"პენტაკამპეონების" ქომაგების თვალში ნეიმარი იყო ის ლიდერი, რომელიც თავის ნაკრებს ოქროს მედლებამდე მიიყვანდა, როგორც თავის დროზე პელე, რომარიო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო და ა.შ.

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ბრაზილიელი ნამდვილად იყო მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის ბელგიასთან მატჩშიც. რამდენიმე ვირტუოზული გარღვევა, ულამაზესი დარტყმა ბოლო წუთებზე - ნეიმარი ნამდვილად ცდილობდა გარდატეხის შეტანას, მაგრამ ეს ყველაფერი შეუმჩნეველი დარჩა.

მავნე ჩვევების გარეშე "სელესაოს" ლიდერი სრულყოფილი მოთამაშეა. მაღალი კლასის ფეხბურთელები ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა იშორებენ იმ ყველაფერს, რაც მათ ოსტატობას აკნინებს, ნეიმარის შემთხვევაში კი პირიქითაა - საშემსრულებლო ნიჭი იგივე დონეზეა, ბინძურმა ილეთებმა იმატა, საგრძნობლად იმატა.

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

ვინ იცის, იქნებ ბელგიური ფიასკო ბრაზილიელისთვის ერთგვარ გაკვეთილად გამოდგეს და მომავალში ნეიმარი სულ სხვანაირ ფეხბურთელად მოგვევლინოს. მართალია ჯერჯერობით ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ ყველა ადამიანი იცვლება.

ბრაზილია-ბელგია 1:2


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა