FIFA-მ გამოქვაბულში ჩაკეტილი ბავშვები მუნდიალის ფინალზე დაპატიჯა

FIFA-მ გამოქვაბულში ჩაკეტილი ბავშვები მუნდიალის ფინალზე დაპატიჯა

23 ივნისს, ტაილანდში 11-16 წლის ასაკის ფეხბურთელები ერთ-ერთ გამოქვაბულში შევიდნენ, რა დროსაც წყალდიდობა მოხდა და გამოქვაბულის გასასვლელი ჩაიკეტა.

15 დღის განმავლობაში იქ შესვლა ვერ ხერხდებოდა, თუმცა საბოლოოდ საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ქვე-დანაყოფები ჩაერთვნენ.

საბოლოოდ მათ იქ შესვლა მოახერხეს, თუმცა ამ ყველაფერს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია.

ერთ-ერთ ადამიანს ჟანგბადის ბალონი გაუთავდა და შუა გზაში გაიგუდა.

გამოქვაბულამდე წყლის მასა იმდენად დიდი იყო, რომ მათ ზუსტად ვერ გათვალეს რა რაოდენობის ჟანგბადი დასჭირდებოდათ.

ამ ეტაპისთვის ბავშვების გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან წყლის მასასთან დაკავშირებით დეტალები კვლავ ვერ ზუსტდება.

ეს ფაქტი FIFA-შიც შენიშნეს და ახალგაზრდა მოთამაშეებს სიურპრიზი გაუკეთეს.

ის ბავშვები, რომლებიც ამჟამად გამოქვაბულში იმყოფებიან, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს დაესწრებიან. FIFA-მ ისინი რუსეთში მიიწვია.

ცხადია, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 15 ივლისისთვის მათი გამოყვანა მოხერხდება.

ასევე იხილეთ:

რატომ არ აღნიშნა გრიზმანმა ურუგვაის კარში გატანილი გოლი?

დაცემული ლიდერი - რატომ ვერ უშველა ნეიმარმა თავის ნაკრებს?

10 ვარსკვლავი რომელიც ჯერ დაბადებულიც არ იყო როდესაც ბუფონის დებიუტი შედგა


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა