ოფიციალურად: ესპანეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად: ესპანეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ პოსტზე ლუის ენრიკე წარადგინა.

გუნდს ხულენ ლოპეტეგი უძღვებოდა, თუმცა ის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა დაითხოვა.

ლოპეტეგიმ კონტრაქტი "რეალთან" გააფორმა, რაც ფედერაციაში არ მოეწონათ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ის ფერნანდო იერომ შეცვალა, თუმცა ნაკრები 1/8 ფინალში რუსეთთან გამოვარდა. "რეალის" ლეგენდამ პოსტი გუშინ დატოვა.

მომავალი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება, რომელიც 2 წლის განმავლობაში "ბარსელონას" უძღვებოდა.

2017 წლის შემდეგ, ის თავისუფალი იყო.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა