სკანდალი: ინგლისთან მატჩის წინ, ხორვატიის მწვრთნელი თანამდებობიდან დაითხოვეს

სკანდალი: ინგლისთან მატჩის წინ, ხორვატიის მწვრთნელი თანამდებობიდან დაითხოვეს

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ ცნობილი ხდება, რომ ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ოგნიენ ვუკოიევიჩი თანამდებობიდან დაითხოვეს.

საქმე იმაშია, რომ რუსეთთან გამარჯვების შემდეგ, ვუკოიევიჩმა და ნაკრების ფეხბურთელმა ვიდამ სოციალურ ქსელში რუსული პოლიტიკის გამაკრიტიკებელი და უკრაინის დამცავი პოსტი გამოაქვეყნეს.

ამაზე ფიფა აქტიურად მსჯელობს და შესაძლოა, ორივე დასაჯოს. ორივე მათგანმა ამ საქციელისთვის ბოდიში უკვე მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ვუკოიევიჩიც და ვიდაც უკრაინაში, "დინამო კიევში" თამაშობდნენ.

ასევე იხილეთ:

პერესი რონალდუს: "თქვი, რომ მიდიხარ"

რაკიტიჩი: "როცა ეს ვნახე, ვიფიქრე, რომ ფეხბურთი არ მესმის"

ნეიმარი: "არ მაქვს ძალა, რომ ფეხბურთის თამაში გავაგრძელო"


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა