საფრანგეთი - ბელგია: მეზობლების პაექრობა 1/2 ფინალში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთი - ბელგია: მეზობლების პაექრობა 1/2 ფინალში

საფრანგეთი - ბელგია: მეზობლების პაექრობა 1/2 ფინალში

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ფინალურ საგზურს ევროპელი მეზობლები გაითამაშებენ - საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებები ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში დაუპირისპირდებიან.

საფრანგეთი - ბელგია

თარიღი: 22:00 საათი, 10 ივლისი
სტადიონი: "სანკტ-პეტერბურგ არენა", სანკტ-პეტერბურგი
მთავარი მსაჯი: ანდრეს კუნია (ურუგვაი)

საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის 1/2 ფინალში სრულიად დამსახურებულად და ლოგიკურად გავიდა. დიდიე დეშამმა ამ ტურნირზე აქცენტი შედეგზე გააკეთა და სწრაფი, ახალგაზრდა, მონდომებული ტალანტების ხარჯზე "ლურჯები" წინ მშვენივრად მიიწევენ. ფრანგებმა ხუთიდან 4 თამაში მოიგეს, მერვედფინალში არგენტინა 4:3 დაამარცხეს, ხოლო მეოთხედფინალში მძლავრ ურუგვაის დამაჯერებლად მოუგეს - 2:0!

საფრანგეთი - ბელგია: მეზობლების პაექრობა 1/2 ფინალში

ფრანგების მთავარი კოზირი სწორედ სისწრაფე და გუნდური თამაშია. დეშამის გუნდი მსოფლიო თასისთვის აშკარად კარგად არის მომზადებული, მაგარმ ახლა ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება, ამიტომ საინტერესოა როგორ წარმოაჩენენ თავს "მამლები".

ბელგია კი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე საფრანგეთი - ხუთიდან ხუთი მოგება, შესანიშნავი შემტევი ფეხბურთი და ამავდროულად, ტაქტიკურად გამართული, ორგანიზებული თამაში. რობერტო მარტინესს მართლაც სერიოზული სამუშაო აქვს შესრულებული და ზუსტად იცის როგორ მიაღწიოს საჭირო შედეგს.

საფრანგეთი - ბელგია: მეზობლების პაექრობა 1/2 ფინალში

1/4 ფინალურ ეტაპზე "წითელმა ეშმაკებმა" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონატიდან მთავარ ფავორიტად შერაცხული ბრაზილიის ნაკრები გამოაგდეს - 2:1. ახლა ბელგია ეცდება, რომ იგივე წარმატებით გაიაროს 1/2 ფინალური ეტაპი, სადაც მეტოქე ასევე დიდი ნაკრებია.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთის ეროვნულ გუნდს საკადრო პრობლემები არ აქვს და უფრო მეტიც - გუნდს ბლეზ მატუიდი უბრუნდება. "იუვენტუსის" ცენტრი 1/8 ფინალურ ეტაპზე დისკვალიფიკაცირებული იყო.

ბელგიის ნაკრებს ერთადერთი დანაკლისი აქვს - თამაშს დისკვალიფიკაციის გამო მარჯვენა მცველი თომას მენიე გამოტოვებს და მის ადგილს, სავარაუდოდ, ნასერ ჩადლი დაიკავებს.

საფრანგეთი: ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ლუკასი; პოგბა, კანტე, მატუიდი; მბაპე, ჟირუ, გრიზმანი.

ბელგია: კურტუა; ჩადლი, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, კარასკო; ფელაინი, ვიტსელი; დე ბრუინი, ლუკაკუ, აზარი.

ორად გახლეჩილი ტიერი ანრი

საფრანგეთი - ბელგია: მეზობლების პაექრობა 1/2 ფინალში

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ევრო 2000-ს გამარჯვებული, ტიერი ანრი, 2016 წელს ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის, მარჯვენა ხელი გახდა და მისი ასისტენტობა მოირგო. ტიტიმ და რობერტომ ბრაზილიასთან მოპოვებული უნიკალური გამარჯვება და 1/2 ფინალში გასვლა ერთად იზეიმეს, მაგრამ ახლა ანრისთვის სრულიად განსხვავებული სიტუაცია.

ანრი? მის დიდი ფრანგი მოთამაშეა, ნამდვილი ჯენტლმენი. ცოტათი უცნაურია, რომ ის ახლა ბელგიის ნაკრებში მუშაობს. ვფიქრობ, ხვალ მისი გული ორად იქნება გაყოფილი, ვინაიდან საფრანგეთისთვის ძალიან, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული", - ასე შეაფასა ანრის სიტუაცია საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, უგო ლორისმა.

საფრანგეთი - ბელგია: მეზობლების პაექრობა 1/2 ფინალში

ერთიმხრივ, ტიერი ანრი ბელგიის ეროვნულ გუნდში მუშაობს, რობერტო მარტინესს გუნდის განვითარებასა და ფინალში გასვლაში ეხმარება, ხოლო მეორე მხარეს - სამშობლოა...ასე, რომ ტიტი ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში ბედნიერი იქნება.

მთავარი ფაქტები

ეს ამ გუნდების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება 1986 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც საფრანგეთმა მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგიას 4:2 მოუგო.

ფრანგებს მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრები ორიდან ორჯერ ჰყავთ დამარცხებული. 86 წლამდე 1938 წლის მუნდიალზე "ლურჯებმა" პირველ წრეში 3:1 იმარჯვეს.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება კი 2015 წელს პარიზში გაიმართა - ბელგიამ ამხანაგური მატჩი 4:3 მოიგო.

ბელგიის ნაკრებმა რუსეთში უკვე 14 გოლი გაიტანა, რაც 2002 წლის ბრაზილიის (15), შემდეგ ნახევარფინალისტი გუნდისთვის საუკეთესო შედეგია.

ამ მსოფლიო თასზე თავი 9 ბელგიელმა მოთამაშემ გამოიჩინა. მხოლოდ იტალიის ნაკრებსა (2006) და საფრანგეთს (1982) ჰქონიათ უკეთესი შედეგი - ორივეს 10.

პენალტების სერიის ჩათვლით საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო 13 მატჩიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში მხოლოდ ერთი წააგო (10 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება).

ანტუან გრიზმანმა ბოლო 6 საფლეი-ოფო თამაშებში დიდ საერთაშორისო ტურნირებზე (მსოფლიო და ევრო) 7 გოლის გატანა მოახერხა.

რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების მაისურით ბოლო 13 თამაშში 20 გოლში მიიღო მონაწილეობა: 17 გოლი და 3 ასისტი.

კილიან მბაპე, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, პელეს შემდეგ 3 გატანილი ბურთით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო თინეიჯერი ბომბარდირია.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა