ჟურნალისტებმა მათეუსი პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს

ჟურნალისტებმა მათეუსი პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, შეხვედრის გამო საკმაოდ დიდი კრიტიკა მიიღო.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდის, "Bild-ს", ჟურნალისტი, იულიან რაიჰელტი, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონსა და ოქროს ბურთის მფლობელს თავის საქციელს არ უწონებს.

"მათეუსი ზედმეტად ჭკვიანია იმისათვის, რომ არ იცოდეს თუ რამდენ საშინელ დანაშაულზე არის პირდაპირი პასუხისმგებელი პუტინი. ის მკვლელის გვერდით გულთბილად არის გადაღებული ფოტოზე.

პუტინი ცდილობს, რომ საკუთარი ქმედებები გააქარწყლოს, ამ სისხლიან ფაქტებს დაუპირისპირდეს და საკუთარი თავის პროპაგანდას ეწევა. მათეუსი კი ამ პროპაგანდის ნაწილი გახდა.

თუ პუტინის ხელები მართლაც სისხლში არის გასვრილი და მათეუსი მას ხელს ართმევს, ესეიგი ის ამართლებს ამ სიკვდილის მანქანას. ამ მომენტში კი ის მარხავს სპორტს, რომელმაც ლოთარს ყველაფერი მისცა", - დაწერა რაიჰელტმა.

თავად მათეუსმა კი კრიტიკის საპასუხოდ ტვიტერზე ასეთი პოსტი განათავსა: "პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთისგან ვერ გამოვყოფთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიანი და სუფთა ტურნირი. რუსებმა ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი მოაწყვეს და თავიანთი სტუმართმოყვარეობა, გულუხვობა, მთელ მსოფლიოს დაანახვეს. სწორედ ამიტომ იმსახურებენ ისინი მადლიერებას.

ეს მადლობა კი პრეზიდენტ პუტინს გადავუხადე. სპორტი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის, კულტურისა თუ რასის ხალხს და მათ შორის ერთგვარ ხიდს აგებს. ეს უკეთესია, ვიდრე თვითიზოლირება, ბოიკოტი და საუბარზე უარის თქმა".

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის გამო კრიტიკა მიიღო ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმაც, მარკო ვან ბასტენმა. ის ადგილობრივ პრესაში "უღირს ჰოლანდიელად" მოიხსენიეს.

ასევე იხილეთ:

რონალდუს მიმართვა: "ვთხოვ, ყველას გამიგოს"

ნიკა გვარამია: "ეს კომენტატორები ხორვატიაში უნდა გავუშვათ"

დიბალა რონალდუს იუვენტუსში გადასვლას ეხმაურება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა