საუთგეიტი: "მეორე გოლი უნდა გაგვეტანა"

საუთგეიტი:

დღევანდელი მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა კომენტარი გააკეთა.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ინგლისი ხორვატიასთან 2:1 დამარცხდა.

"ჩემმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ითამაშა და რეალური საგოლე ეპიზოდებიც იყო, თუმცა გოლის გაშვების შემდეგ პოზიციები დავთმეთ.

ამ ეპიზოდიდან მოყოლებული, უკვე აღარ ვცდილობდით, რომ თამაში გაგვეკონტროლებინა. დამატებით დროში უკვე კონტროლი ავიღეთ, თუმცა სწორედ აქ გავუშვით გოლი.

ვფიქრობ, რომ თავიდანვე მეორე გოლი უნდა გაგვეტანა და ეს გოლი გვჭირდებოდა.

სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ტრიპიერიც დაგვაკლდა და მატჩი 10 კაცით დავასრულეთ.

ცოტა დრო გვქონდა, თუმცა ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი გზა გაიარა. ვფიქრობ, რომ მომავალში აქ უფრო ძლიერები დავბრუნდებით", - განაცხადა საუთგეიტმა.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის პრეზიდენტი ნაკრების ფინალში გასვლას გამოეხმაურა

VIDEO: ლუდის წვიმა ლონდონში - რა ხდებოდა ინგლისის გოლის დროს?

VIDEO: რა ხდებოდა ტრიბუნებზე, როდესაც ბურთი ვიდას ჰქონდა? - გაბრაზებული რუსი ფანები


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა