თაობა, რომელმაც შეძლო - როგორ მიდიოდა ხორვატია ფინალისკენ 27 წელი?

თაობა, რომელმაც შეძლო - როგორ მიდიოდა ხორვატია ფინალისკენ 27 წელი?

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე 1/2 ფინალურ მატჩში გამარჯვება მოიპოვა ხორვატიის ნაკრებმა, რომელმაც ინგლისი სახლში გაუშვა (როგორც სიმღერაშია). სლავებმა ტრადიციას არ უღალატეს და შეხვედრის ძირითადი დრო კვლავ ფრედ დაასრულეს, რის შემდეგაც ექსტრა ტაიმში მაინც გატეხეს "ლომები".

ტრიპიერის გოლს პასუხი გასცა პერიშიჩმა, ბრიტანული ზღაპარი კი მანჯუკიჩმა დაასრულა. ხორვატია, რომელიც იუგოსლავიას 1991 წელს გამოეყო, თავისი ხანმოკლე ისტორიის მანძილზე პირველად მიიღებს მონაწილეობას მუნდიალის ფინალში.

თაობა, რომელმაც შეძლო - როგორ მიდიოდა ხორვატია ფინალისკენ 27 წელი?

"მოჭადრაკეები" იქნებიან რიგით მე-13 ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ მატჩში წარსდგება. აქამდე ეს ბედნიერება შემდეგ გუნდებს ხვდა წილად:

ბრაზილია (5 ტიტული, 7 ფინალი), გერმანია (4 ტიტული, 8 ფინალი), იტალია (4 ტიტული, 6 ფინალი), არგენტინა (2 ტიტული, 5 ფინალი), ურუგვაი (2 ტიტული, 2 ფინალი), საფრანგეთი (1 ტიტული, 2 ფინალი), ესპანეთი (1 ტიტული, 1 ფინალი), ინგლისი (1 ტიტული, 1 ფინალი), ჰოლანდია (0 ტიტული, 3 ფინალი), უნგრეთი (0 ტიტული, 2 ფინალი), ჩეხოსლოვაკეთი (0 ტიტული, 2 ფინალი), შვედეთი (0 ტიტული, 1 ფინალი).

თაობა, რომელმაც შეძლო - როგორ მიდიოდა ხორვატია ფინალისკენ 27 წელი?

აქამდე ხორვატთა მთავარი მიღწევა იყო 1998 წლის მუნდიალზე დაკავებული მე-3 ადგილი. აღსანიშნავია, რომ იმ ტურნირზე ბალკანელები დებიუტანტების როლში იყვნენ.

შუკერმა და კომპანიამ 1/4 ფინალში გაანადგურეს გერმანია, თუმცა შემდეგ ეტაპზე "მოჭადრაკეებმა" ვერ მოახერხეს მასპინძელისა და მომავალი ჩემპიონის - საფრანგეთის ბარიერის დაძლევა. გავიდა 20 წელი და ახლა ხორვატია რევანშის აღებას ეცდება.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალი - ხორვატია-საფრანგეთი 1:2



ზღაპრული 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბალკანეთში კრიზისმა დაისადგურა - სლავები ხშირ შემთხვევაში ჯგუფში რჩებოდნენ, 2010-ში კი საერთოდ ვერ მოახერხეს მუნდიალზე გასვლა.

წარუმატებელი სერია ზლატკო დალიჩმა შეწყვიტა, რომელმაც უბრალოდ ნიჭიერი თაობა აქცია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივად. აღსანიშნავია, რომ 51 წლის სპეციალისტის დანიშნვა იყო სრულიად სპონტანური გადაწყვეტილება.

თაობა, რომელმაც შეძლო - როგორ მიდიოდა ხორვატია ფინალისკენ 27 წელი?

იმ დროს როდესაც ხორვატები ახალ მწვრთნელს ეძებდნენ, დალიჩს ამოეწურა კონტრაქტი არაბულ "ალ-აინთან" და ზლატკო დროებითი პაუზის აღებასაც კი გეგმავდა, თუმცა სამშობლოდან წამოსულ წინადადებაზე მან ვერ თქვა უარი.

დალიჩი 2017 წლის შემოდგომაზე ჩაუდგა სათავეში ნაკრებს, შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის დაწყებამდე. რეალურად ზლატკო პლეი-ოფისთვის მოიყვანეს, რომელიც მან წარმატებით გადალახა. ხორვატემა დაამარცხეს უკრაინა, შემდეგ კი საბერძნეთი.

თაობა, რომელმაც შეძლო - როგორ მიდიოდა ხორვატია ფინალისკენ 27 წელი?

"ალ-აინის" ექს-დამრიგებელმა ახლებურად აათამაშა თავისი გუნდი - "მეჭადრაკეებმა" მხოლოდ ორი მარცხი განიცადეს, ისიც ამხანაგურ მატჩებში (ბრაზილიასა და პერუსთან). ოფიციალურ შეხვედრებში კი სტატისტიკა შთამბეჭდავია - 5 მოგება და 4 ფრე (იგულისხმება მხოლოდ ძირითადი დრო).

ხორვატია არის პირველი ნაკრები უკანასკნელ 20 წელიწადში, რომელმაც მუნდიალის 1/2 ფინალში ქამბექი მოახდინა. ბალკანელთა წინამორბედი იყო საფრანგეთი და სწორედ ხორვატებთან მატჩში გაიმეორეს "მამლებმა" იგივე.

თაობა, რომელმაც შეძლო - როგორ მიდიოდა ხორვატია ფინალისკენ 27 წელი?

"მოჭადრაკეებმა" მხოლოდ დამატებით დროში იმარჯვეს პლეი-ოფის სამივე შეხვედრაში. აღნიშნული შედეგით დალიჩის შეგირდებს რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუგროვდათ 360 წუთი, სტანდარტული 270-ის ნაცვლად.

ამის გარდა ხორვატიამ გაიმეორა 1990 წლის არგენტინის მიღწევა - "ალბისელესტემ" პლეი-ოფის ორი მატჩი პენალტების სერიაში მოიგო, თუმცა ფინალში გერმანიასთან დამარცხდა. ვნახოთ, აღმოჩნდებიან თუ არა ბალკანელები კვლავ დიეგო მარადონას ნაკრების როლში 15 ივლისს.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ხორვატია-ინგლისი 2:1


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა