არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

სტატისტიკისა და ანალიტიკის ეპოქაში ფეხბურთის მოყვარულები ითვლიან აბსოლიტურად ყველაფერს. გთავაზობთ მორიგ საინტერესო ფაქტს, რომელიც სტატიის სათაურშია მოყვანილი.

ვინ არის ის ორი კლუბი, რომელიც აღნიშნული მიღწევით დაიკვეხნის? თუ თვლით, რომ საუბარია "რეალზე", "ბარსელონაზე", "იუვენტუსზე" ან პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდზე, თქვენ ცდებით. ეს რეკორდი ეკუთვნის მიუნხენის "ბაიერნსა" და მილანის "ინტერს". მოდით შევამოწმოთ.

1982 წლის მუნდიალის ფინალი - იტალია-გერმანია 3:1

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: კარლ-ჰაინც რუმენიგე, პოლ ბრაიტნერი, ვოლფანგ დრემლერი
ინტერის მხრიდან: ჯუზეპე ბერგომი, ალესანდრო ალტობელი, გაბრიელე ორიალი

1986 წლის მუნდიალის ფინალი - არგენტინა-გერმანია 3:2

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე, დიტერ ჰიონესი, ნორბერტ ედერი
ინტერის მხრიდან: კარლ-ჰაინც რუმენიგე

1990 წლის მუნდიალის ფინალი - გერმანია-არგენტინა 1:0

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: იურგენ კოლერი, კლაუს აუგენტალერი, შტეფან როიტერი
ინტერის მხრიდან: ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი, ანდრეას ბრემე

1994 წლის მუნდიალის ფინალი - ბრაზილია-იტალია 0:0 (პენ. 3:2)

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: ჟორჟინიო
ინტერის მხრიდან: ნიკოლა ბერტი

1998 წლის მუნდიალის ფინალი - ბრაზილია-საფრანგეთი 0:3

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: ბიქსანტ ლიზარაზუ
ინტერის მხრიდან: რონალდო, იური ჯორკაეფი

2002 წლის მუნდიალის ფინალი - ბრაზილია-გერმანია 2:0

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: ოლივერ კანი, იენს იერემისი, ტომას ლინკე
ინტერის მხრიდან: რონალდო

2006 წლის მუნდიალის ფინალი - იტალია-საფრანგეთი 1:1 (პენ. 5:3)

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: ვილი სანიოლი
ინტერის მხრიდან: მარკო მატერაცი

2010 წლის მუნდიალის ფინალი - ესპანეთი-ჰოლანდია 1:0

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: არიენ რობენი, მარკ ვან ბომელი
ინტერის მხრიდან: უესლი სნეიდერი

2014 წლის მუნდიალის ფინალი - გერმანია-არგენტინა 1:0

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ბაიერნის მხრიდან: მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ტომას მიულერი, ტონი კროოსი, ჟერომ ბოატენგი, მარიო გიოტცე
ინტერის მხრიდან: როდრიგო პალასიო

2018 წლის მუნდიალის ფინალი - საფრანგეთი-ხორვატია ?:?

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში "ინტერის" მხარეს წარმოადგენენ ივან პერიშიჩი და მარსელო ბროზოვიჩი, რომლებიც 99%-ით მოედანზე იქნებიან. რაც შეეხება "ბაიერნს", მიუნხენელთა მხრიდან მხოლოდ კორანტენ ტოლისოა, რომლის გამოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფრანგის სათადარიგოთა სკამზე დარჩენის შემთხვევაში "ნერიაძური" გახდება აღნიშნული რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი.

ცნობისთვის, მილანურ კლუბს კიდევ ერთი მიღწევა ეკუთვნის, რომელიც მუნდიალს უკავშირდება - მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი ფეხბურთელი (117) სწორედ "ინტერიდან" არის. ქვემოთ მოცემულია ცხრილი.

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა