ბელგია - ინგლისი: ვის დარჩება ბრინჯაო?

ბელგია - ინგლისი: ვის დარჩება ბრინჯაო?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სრულდება - დღეს ინგლისისა და ბელგიის ეროვნული გუნდები ბრინჯაოს მედლებისთვის და საპატიო მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ.

ბელგია - ინგლისი

დასაწყისი: 18:00 საათი
სტადიონი: "სანკტ-პეტერბურგ არენა", სანკტ-პეტერბურგი
მთავარი მსაჯი: ალირეზა ფაღანი (ირანი)

ბელგიის ნაკრებისთვის 2018 წლის მუნდიალი ისტორიული გამოდგა - ფენომენალურმა თაობამ თავისი სიტყვა თქვა, ულამაზესი ფეხბურთი აჩვენა, ბრაზილიის ნაკრებიც გამოაგდო და ახლა ეცდება მედლებიც მოიპოვოს. ბელგიას მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი არასოდეს აუღია, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება.

ინგლისის ნაკრებმა რუსეთის მუნდიალზე ასევე კარგი შედეგი დააფიქსირა - ტურნირის დაწყებამდე ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ "სამი ლომი" 1/2 ფინალში გავიდოდა და 1990 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგს მიაღწევდა. გარეთ საუთგეითმა მშვენიერი გუნდი შეკრა და ახლა ინგლისელები პრესტიჟის დასაცავად იბრძოლებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისის ნაკრებს შესაძლოა კირან ტრიპიერი დააკლდეს. მარჯვენა მცველმა ხორვატიასთან მატჩის მიწურულს მიიღო ტრავმა და მატჩი ვერ ჩაამთავრა.

ბელგიის ნაკრებს კი თომას მენიე უბრუნდება, რომელმაც საფრანგეთის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

ბელგია: კურტუა; მენიე, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, ჩადლი; ვიტსელი, ფელაინი; დე ბრუინი, ლუკაკუ, აზარი.

ინგლისი: პიკფორდი; უოლკერი, მაგუაიერი, სტოუნსი, ტრიპიერი; ალი, ჰენდერსონი, დელფი, ლინგარდი; სტერლინგი, კეინი.

მთავარი ფაქტები

მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, როდესაც ბელგიამ ინგლისს ბოლო ტურში 1:0 მოუგო, ბელგიელებმა "სამ ლომთან" 20 მატჩიანი მოუგებელი (5 ფრე, 15 წაგება) სერია შეწყვიტეს.

2002 წლის (თურქეთი-ბრაზილია) შემდეგ პირველად - მსოფლიო ჩემპიონატზე ორი გუნდი ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდება.

ბელგიას მესამე ადგილისთვის მატჩი მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები - 1986 წელს "წითელი ეშმაკები" საფრანგეთთან დამატებით დროში 2:4 დამარცხდნენ.

ინგლისმაც ერთხელ იბრძოლა ბრინჯაოს მედლებისთვის, მაგრამ 1990 წელს მასპინძელ იტალიასთან 1:2 წააგო.

რომელუ ლუკაკუს რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდში 23 თამაშში 23 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა