მუნდიალის ფინალამდე 2 დღით ადრე, ხორვატიას 5 ფეხბურთელი აკლია

მუნდიალის ფინალამდე 2 დღით ადრე, ხორვატიას 5 ფეხბურთელი აკლია

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA ხორვატიის ნაკრებიდან სიახლეს აქვეყნებს.

15 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია საფრანგეთს დაუპირისპირდება და მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

ცნობილია, რომ დღევანდელ ვარჯიშზე დალიჩის გუნდს 5 ფეხბურთელი აკლდა.

ივან პერიშიჩისა და ივან სტრინიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არც ერთ ფეხბურთელს, ინგლისთან მატჩში 120 წუთი არ უთამაშია.

მეტიც, პერიშიჩზე იწერება, რომ პარასკევს სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, სადაც გამოკვლევა ჩაიტარა.

ასევე, ხორვატიას გუშინდელ ვარჯიშზე დეჟან ლოვრენი, დანიელ სუბასიჩი და ვრსალკოც აკლდნენ.

ასევე იხილეთ:

არსებობს მხოლოდ ორი კლუბი, რომლის ფეხბურთელებმა მუნდიალის უკანასკნელ 10-ვე ფინალში ითამაშეს

ევროპა ლიგის მატჩის წინ, ვაკის პარკში ქართველმა და ებრაელმა ფანებმა იჩხუბეს

ოფიციალურად: 2022 წლის მუნდიალი ზამთარში ჩატარდება


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა