ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

"რაში გამოგადგებათ ეს ბიჭი? ძალიან სუსტია!"

"ბევრი ვარსკვლავი მყავს, თუმცა მასზე საუბარი განსაკუთრებით მსიამოვნებს. ასე მშვიდად ბურთით არავინ თამაშობს, ის თავად არის სიმშვიდე,"

პირველი ფრაზის ავტორი არის ივიცა ჯიდიჩი, ბოსნიური "ზრინსკის" ვიცე-პრეზიდენტი, მეორე ციტატა კი ზინედინ ზიდანს ეკუთვნის. ორივე შემთხვევაში საუბარია ლუკა მოდრიჩზე, ინტერვიუებს შორის შუალედი 14 წელს შეადგენს.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

ხორვატი ნახევარმცველის ისტორია კინოს სიუჟეტს ჰგავს. მოდრიჩი მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა და უმტკიცებდა ყველას, რომ მას შეეძლო ფეხბურთის თამაში. დღეს ამის დაჯერება რთულია, რადგან ლუკა ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ იყო დრო, როდესაც მისი არავის სჯეროდა.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

პირველად მოდრიჩს 10 წლის ასაკში აუცრუვდა გული ფეხბურთზე. 1995-ში ის მივიდა სინჯებზე თავის საყვარელ "ჰაიდუკში". ლუკა აღმოჩნდა ყველაზე დაბალი და გამხდარი გუნდში, რის გამოც ვარჯიშის მე-3 დღეს მას კარისკენ მიუთითეს.

"ჩემი საყვარელი კლუბი არის "ჰაიდუკი", თუმცა ბავშვობაში იქ უარი თქვეს ჩემზე. მიზეზად დაასახელეს სიდაბლე და სიგამხდრე. განადგურებული ვიყავი, მამაჩემს კი არ ჰქონდა ფული ფასიანი საფეხბურთო აკადემიისთვის. მე ბუცებიც კი არ გამაჩნდა,"

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

ამის შემდეგ მოდრიჩი აღმოჩნდა "ზადარში", მაგრამ "ჰაიდუკის" უარი იმდენად მწარე იყო, რომ ლუკას ფეხბურთის თამაშის დანებებაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი. საბედნიეროდ ხორვატი ბავშვი გადაარწმუნა გუნდის მწვრთნელმა ბაშიჩმა, მხოლოდ მან დაინახა პატარა მოდრიჩში ტალანტი.

გასაკვირი არ არის თუ რატომ იყო ლუკა ასეთი გამხდარი - მან უმძიმესი პერიოდი გადაიტანა. იუგოსლავიური ომის დროს მოდრიჩის ოჯახი გაიქცა პატარა ქალაქ ზატონში, სადაც ძირითად მივარდნილ სასტუმროებში ცხოვრობდა. ისინი შიმშილობდნენ, რადგან მამის მთლიანი ხელფასი ლუკას ფეხბურთის თამაშზე იხარჯებოდა.

"5 წლის ვიყავი, როდესაც ხორვატიაში ომი დაიწყო. მე დავკარგე სახლი, რის შედეგადაც ჩემს ოჯახს ლტოლვილთა ბანაკებში და მივარდნილ სასტუმროებში უწევდა ცხოვრება. მთელი დღე ქაღალდის ბურთით ვთამაშობდი, ომის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელობაზე დავფიქრდი,"

5 წლის მოდრიჩი ცხვრების ფარას რეკავს



მოდრიჩმა მალევე იძია შური "ჰაიდუკზე". ერთ-ერთი ბავშვთა ტურნირის დროს მისი "ზადარი" სწორედ სპლიტელ თანატოლებს ხვდებოდა. ლუკა ეფექტურად ატყუებდა მთელ "ჰაიდუკს", მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი - ხალხს პირველ რიგში თვალში ხვდებოდა მისი სისუსტე და უკვე შემდეგ ტექნიკა.

"იმ დროს მთელ იუგოსლავიაში ყურადღებას აქცევდნენ ფიზიკურად ძლიერ და ათლეტურ მოთამაშეებს, მოდრიჩი კი ფოთოლივით იყო," - იხსენებს ლუკას ერთ-ერთი ბავშვთა მწვრთნელი ზადარ მიოდრაგი.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

მოდრიჩი 15 წლის იყო, როდესაც ბაშიჩმა ის ზაგრების "დინამოში" გაუშვა სინჯებზე. ხორვატიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში კვლავ არ ეიმედებოდათ ლუკასი, მიზეზი ისევ ფიზიკური სისუსტე იყო. 2003 წლამდე მოდრიჩს ახალგაზრდულ გუნდში ათამაშებდნენ, შემდეგ კი იჯარით გაუშვეს "ზრინსკიში".

ლუკა ვერ უწევდა სათანადო წინააღმდეგობას მეტოქეებს, ბოსნიელი გულშემატკივრები კი გამუდმებით დასცინოდნენ ხორვატ მოზარდს. "ის, ვინც ბოსნიის ჩემპიონატს გაუძლებს, ყველგან შეძლებს ადაპტირებას," - იტყვის მოგვიანებით მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

მოდრიჩი თავის ფიზიკურ სისუსტეს კომპენსირებდა ტექნიკით, პასების სიზუსტით, მოედნის ხედვისა და თამაშის წაკითხვის ნიჭით. ლუკამ იმდენი შეძლო, რომ 2002-2003 წლის სეზონში ის ბოსნიის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ხორვატი ამაღლებული განწყობით დაბრუნდა ზაგრებში, მაგრამ ის კვლავ გაანათხოვრეს, ამჯერად ზაპრეშიჩეს "ინტერში". მოდრიჩთან ერთად ამ მოკრძალებულმა კლუბმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - უეფას თასზე გასვლა.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა ხორვატით "იუვენტუსი", "ინტერი" (მილანის) და "არსენალი". ზაგრებში კი მიხვდნენ, რომ ლუკასთვის შანსის მიცემის დრო იყო. "დინამოში" მოდრიჩმა მომენტალურად გაიბრწყინა - 3 ჩემპიონობა და ეროვნულ გუნდში დებიუტი.

ევრო 2008-ზე ხორვატია გახდა ნაკრები-აღმოჩენა, ლუკა კი ტოპ-კლუბების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე. აღსანიშნავია, რომ "არსენალი" ძალიან ახლოს იყო მოდრიჩის გაფორმებასთან, თუმცა ვენგერმა როგორც ყოველთვის "იყოჩაღა" და ხელიდან გაუშვა მორიგი ტალანტი.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

შემდეგ იყო მგზავრობა "ბარსელონაში", მაგრამ კატალონიელებმა კარგად ნაცნობი მიზეზის გამო ბოლო წუთს გადაიფიქრეს ხორვატის შეძენა. ლუკას ძალიან ეწყინა ეს ფაქტი, რადგან მოზარდობაში ის სწორედ "ბლაუგრანას" გულშემატკივრობდა.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

დემიენ კომოლი - "ტოტენჰემის" სპორტული დირექტორი და ადამიანი, რომელმაც სრულფასოვნად დაინახა მოდრიჩის პოტენციალი. "ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ფიზიკურ მონაცემებსა და ციფრებს, მე უბრალოდ შემიყვარდა მისი თამაში,"

ლონდონში ლუკას ნდობა გამოუცხადეს, ის გახდა "დეზების" ტვინი, ძრავი და დირიჟორი. ხორვატმა ფლეიმეიქერმა ახლებურად აათამაშა "ჰოტსპური". მოდრიჩის წყალობით "ტოტენჰემი" მიუახლოვდა ინგლისური ფეხბურთის ელიტას და დაამსხვრია "დიდი ოთხეულის" დომინირება.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

მოდრიჩმა და ბეილმა "დეზები" ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანეს, პირველად 1961 წლის შემდეგ. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ლონდონელებს არ შეურცხვენიათ თავი, პირიქით - "ტოტენჰემმა" სისხლი გაუშრო მოქმედ ჩემპიონ - "ინტერს", შემდეგ კი "მილანს".

ჯამში ლონდონურმა კლუმა 1/4 ფინალამდე მიაღწია, სადაც "რეალთან" დამარცხდა. "ბლანკოსში" ძალიან კარგად დაინახეს მოდრიჩისა და ბეილის პოტენციალი. რა მოხდა შემდეგ - ყველამ კარგად ვიცით.

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

"გამუდმებით მიმეორებდნენ, რომ პრემიერ ლიგაში ჩემი ადგილი არ იყო. არ მწყინდა და არც ვბრაზდებოდი, პირიქით, ხალხის უნდობლობამ სტიმული მომცა. ყველას დავუმტკიცე, რომ ისინი ცდებოდნენ. ახლა მე ვთამაშობ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში და ჩემს ნაკრებთან ერთად მუნდიალის ფინალისთვის ვემზადები,"

ომი, შიმშილი და ბარსელონას უარი - მოდრიჩის უმძიმესი გზა მუნდიალის ფინალამდე

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა