მბაპე ან მოდრიჩი? - მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აზარი საკუთარ თავს მიიჩნევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მბაპე ან მოდრიჩი? - მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აზარი საკუთარ თავს მიიჩნევს

მბაპე ან მოდრიჩი? - მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აზარი საკუთარ თავს მიიჩნევს

ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი, ედენ აზარი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად საკუთარ თავს მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, ბელგიელის განცხადებით, ეს ჯილდო ტურნირის ფინალური შეხვედრის ფეხბურთელს დარჩება, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, ბელგიამ მესამე ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ინგლისი (2:0) დაამარცხა. აზარმა ინგლისელთა კარის აღება მოახერხა. სულ ტურნირზე მას 3 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

"ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს საკუთარ თავს გადავცემდი. თუმცა, რა თქმა უნდა, არჩევანი ჩემი გასაკეთებელი არ არის".

"ვფიქრობ, ჯილდოს მას გადასცემენ, ვინც ფინალში გავიდა", - ციტირებს აზარის სიტყვებს Sport English.

ასევე იხილეთ:

ლოპეტეგის 120-მილიონიანი ფეხბურთელი სურს

ოფიციალურად: ჩელსიმ 65 მილიონ ევროიანი ტრანსფერი განახორციელა

ფეხბურთელები, რომლებიც პერესმა 2009 წლის შემდეგ გაუშვა - სიმბოლური 11-ეული


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა