საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია! [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია! [VIDEO]

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია! [VIDEO]

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა.

მე-18 წუთზე გრიზმანის ჯარიმას მანჯუკიჩის ავტოგოლი მოჰყვა. 28-ე წუთზე ივან პერიშიჩმა შესანიშნავად ითამაშა და წონასწორობა აღადგინა.

38-ე წუთზე პერიშიჩს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმა ვიდეო გამეორება ნახა და პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი გრიზმანმა გამოიყენა.

59-ე წუთზე პოლ პოგბამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 65-ე წუთზე კი მბაპემ ანგარიში 4:1 გახადა.

69-ე წუთზე ჰუგო ლორისმა ბავშური შეცდომა დაუშვა და გოლი მანჯუკიჩმა გაიტანა.

საბოლოოდ, საფრანგეთმა 4:2 იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.

პირველად მათ მუნდიალი 1998 წელს მოიგეს.



ასევე იხილეთ:

იტალიურმა გუნდებმა გასაოცარი ანგარიშებით იმარჯვეს - 17:0, 15:0, 14:0, 13:0

"6 წელი გავატარე ჩელსიში, ახლა კი სიახლის დროა", - აზარი რეალში გადადის?

რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა შორის მე-3 ადგილზეა


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა