დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა - "მამლებმა" ისტორიაში მეორე მსოფლიო თასი მოიპოვეს.

საფრანგეთმა ფინალურ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა, ხოლო ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი ელიტარული კლუბის წევრი გახდა.

დიდიე დეშამი მხოლოდ მესამე ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოიპოვა. 1998 წელს დეშამი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი იყო, ხოლო ახლა - თავკაცია.

დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

აქამდე მსგავსი შედეგი ბრაზილიელმა მარიო ზაგალომ და გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა დააფიქსირეს.

49 წლის ფრანგი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს 2012 წლიდან ხელმძღვანელობს და მისი მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის 31 ივლისამდეა გათვლილი.

ასევე იხილეთ:

იტალიურმა გუნდებმა გასაოცარი ანგარიშებით იმარჯვეს - 17:0, 15:0, 14:0, 13:0

"6 წელი გავატარე ჩელსიში, ახლა კი სიახლის დროა", - აზარი რეალში გადადის?

რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა შორის მე-3 ადგილზეა


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა