დალიჩი: "ხორვატიამ ტურნირზე საუკეთესო მატჩი დღეს ჩაატარა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დალიჩი: "ხორვატიამ ტურნირზე საუკეთესო მატჩი დღეს ჩაატარა"

დალიჩი:

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, საფრანგეთის ნაკრებთან ფინალურ თამაშზე ისაუბრა.

"საფრანგეთს ტიტულის მოპოვებას ვულოცავ. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, თამაშს ვაკონტროლებდით. შემდეგ კი სტანდარტიდან საკუთარ კარში გავიტანეთ ბურთი.

თუმცა თამაშში მაინც დავბრუნდით, კვლავ ვდომინირებდით, საპასუხო გოლიც გავიტანეთ, მაგრამ...შემდეგ ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა.

ჩემს მოთამაშეებს უნდა მივულოცო, ვინაიდან შესაძლოა ეს არის საუკეთესო თამაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავატარეთ. მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლები გავუშვით.

ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთია, შეცდომები არ უნდა დაუშვა. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ პირველ რიგში, უნდა ვაიმაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ", - განაცხადა დალიჩმა.

ხორვატია მსოფლიო თასის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან 2:4 დამარცხდა.

ასევე იხილეთ:

იტალიურმა გუნდებმა გასაოცარი ანგარიშებით იმარჯვეს - 17:0, 15:0, 14:0, 13:0

"6 წელი გავატარე ჩელსიში, ახლა კი სიახლის დროა", - აზარი რეალში გადადის?

რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა შორის მე-3 ადგილზეა


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა