პირველად ზიდანის შემდეგ - მანჯუკიჩის უნიკალური მიღწევა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირველად ზიდანის შემდეგ - მანჯუკიჩის უნიკალური მიღწევა!

პირველად ზიდანის შემდეგ - მანჯუკიჩის უნიკალური მიღწევა!

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა, ფანტასტიკური შედეგი დააფიქსირა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატებმა საფრანგეთის ნაკრებთან 2:4 წააგეს, მარიომ კი თავი გამოიჩინა და ლეგენდარული მოთამაშეების გვერდით დაიკავა ადგილი.

მარიო მანჯუკიჩი გახდა მხოლოდ მე-5 ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალებში აქვს გატანილი გოლი.

აქამდე მსგავსი რამ ფერენც პუშკაშმა, ზოლტან ციბორმა, გერდ მიულერმა და ბოლოს ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

32 წლის ხორვატმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მოახერხა თავის გამოჩენა: 2013 წელს მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით (დორტმუდნის "ბორუსიასთან" 2:1) და 2017 წელს ტურინის "იუვენტუსის" რიგებში (მადრიდის "რეალთან" 1:4).

ასევე იხილეთ:

იტალიურმა გუნდებმა გასაოცარი ანგარიშებით იმარჯვეს - 17:0, 15:0, 14:0, 13:0

"6 წელი გავატარე ჩელსიში, ახლა კი სიახლის დროა", - აზარი რეალში გადადის?

რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა შორის მე-3 ადგილზეა


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა