გრიზმანმა მსოფლიო ჩემპიონობა შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გრიზმანმა მსოფლიო ჩემპიონობა შეაფასა

გრიზმანმა მსოფლიო ჩემპიონობა შეაფასა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, მსოფლიო თასის მოპოვების შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავს.

"ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ თუ რას მივაღწიე. ამ გუნდის გამო ძალიან ვამაყობ: მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბის, ტექნიკური შტაბის, სამედიცინო შტაბის. ჩვენ, ყველანი, ერთი გუნდი ვიყავით.

ჩვენ რაღაც არანორმალური გავაკეთეთ, ისტორია დავწერეთ და ახლა ვაპირებთ, რომ სიამოვნება მივიღოთ. ახლა ოჯახებს ვნახავთ და შემდეგ წვეულებას მოვაწყობთ.

ხვალ საფრანგეთშიც იგივე მოხდება - ვაპირებთ, რომ ფრანგ ხალხთან ერთად ნამდვილი დღესასწაული მოვაწყოთ", - აღნიშნა გრიზმანმა.

საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა და გრიზმანი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ფრანგებმა მსოფლიო თასი ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.

ასევე იხილეთ:

იტალიურმა გუნდებმა გასაოცარი ანგარიშებით იმარჯვეს - 17:0, 15:0, 14:0, 13:0

"6 წელი გავატარე ჩელსიში, ახლა კი სიახლის დროა", - აზარი რეალში გადადის?

რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა შორის მე-3 ადგილზეა


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


სატურნირო რუქა