დეშამი: "ჩვენ 4 წელი მწვერვალზე ვიქნებით!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დეშამი: "ჩვენ 4 წელი მწვერვალზე ვიქნებით!"

დეშამი:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეაფასა.

"ძალიან ახალგაზრდა გუნდი მყავდა, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მაღალი დონის. ჩემი უდიდესი მიღწევა ამ გუნდთან ერთად ისაა, რომ მოთამაშეები ტურნირს სწორად მიუდგნენ. მუდმივად ვიმეორებდი: არასოდეს დანებდეთ! არასოდეს არაფერში დანებდეთ!

მინდა გითხრათ, რომ იდეალურები არ ვყოფილვართ და დღესაც ვერ ვაჩვენეთ საუკეთესო თამაში, მაგრამ მენტალურად და ფსიქოლოგიურად მსოფლიო ჩემპიონობისთვის მზად ვიყავით. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი რამ დაგვაკლდა, მაგრამ მაინც 2:1 მოვიგეთ.

ასე, რომ კითხვები მესმის, მაგრამ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია და ამ მწვერვალზე კიდევ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება. აი ეს კი ნამდვილად არავის არასოდეს დაავიწყდება", - განაცხადა დეშამმა.

საფრანგეთის ნაკრებმა ფინალურ შეხვედრაში ხორვატიას 4:2 მოუგო და მსოფლიო თასი 1998 წლის შემდეგ მეორედ მოიპოვა.

ასევე იხილეთ:

იტალიურმა გუნდებმა გასაოცარი ანგარიშებით იმარჯვეს - 17:0, 15:0, 14:0, 13:0

"6 წელი გავატარე ჩელსიში, ახლა კი სიახლის დროა", - აზარი რეალში გადადის?

რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა შორის მე-3 ადგილზეა


კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა