საფრანგეთის ნაკრების მცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთის ნაკრების მცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

საფრანგეთის ნაკრების მცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

მარსელის "ოლიმპიკის" გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, ადილ რამიმ, მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

32 წლის ფრანგმა ამის შესახებ დღევანდელი ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ტრიუმფალურად გამოემშვიდობა.

საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა, რამიმ კი მთელი ტურნირი სათადარიგო სკამზე დაჰყო, მაგრამ დღეს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

ადილ რამიმ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 2010-18 წლებში 35 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა