10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს მწვერვალზეა! "სამფეროვნებმა" თავის ისტორიაში მეორედ მოახერხეს მუნდიალზე გამარჯვების მოპოვება. დეტალურად განვიხილოთ დიდიე დეშამის გუნდის ტრიუმფის ფორმულა.

სუპერ-თაობა

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

"მამლებს" მართლაც ფანტასტიური ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც თავისი ოსტატობით ლეგენდარულ "თაობა 98"-ს ადარებენ. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი გულშემატკივარი წინასწარმეტყველებდა ფრანგების ტრიუმფს, მაგრამ გრიზმანმა და კომპანიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს.

შეთამაშებულობა

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მხოლოდ ვარსკვლავური სახელებით მუნდიალს ვერ მოიგებ. "სამფეროვნებს" ამის პრობლემა არ ჰქონდათ, რადგან ისინი ტაქტიკურადაც მომზადებულები იყვნენ. თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა თავისი ფუნქცია და იბრძოდა აბსოლიტურად ყველა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც.

გერმანული მოდელი

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

2014 წლის მსოფლიოზე გულშემატკივრები ამბობდნენ - არგენტინას ჰყავს მესი, პორტუგალიას რონალდუ, ბრაზილიას ნეიმარი, გერმანიას კი გუნდი. პრინციპში სიტუაცია არც რუსეთის მუნდიალზე შეცვლილა, უბრალოდ ერთი განსხვავებით - "ბუნდესნაკრები" ჩაანაცვლა საფრანგეთმა. დიახ, "მამლებს" არ ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი და წინამძღოლი, მსოფლიო ჩემპიონობა მთლიანი გუნდის დამსახურებაა და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის.

საჭირო მწვრთნელი

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეშამი არ არის ისეთი ტიტულოვანი და სტატუსიანი როგორც გვარდიოლა ან იგივე მოურინიო, თუმცა დიდიე აღმოჩნდა სწორედ ის სპეციალისტი, რომელიც თავის ნაკრებს გამოადგა. დღევანდელი საფრანგეთი არის 100%-ით დეშამის პროექტი. ბრავო, დიდიე!

სუსტი კონკურენტები

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ეს ფაქტი არ აკნინებს "მამლებს", თუმცა რეალურად საფრანგეთი და ბრაზილია ერთადერთი გრანდები იყვნენ, რომლებიც მუნდიალს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ. ხორვატია და ბელგია მაინც ნაკრები-აღმოჩენები არიან, ბობოლა ფავორიტების თამაშის ხარისხი კი ძალიან შორს იყო ოპტიმალურისგან.

ახალი სახეები

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დიახ, "სამფეროვანთა" შემადგენლობაში უამრავი ნიჭიერი და ახალგაზრდა ვარსკვლავია, მაგრამ რუსეთის მუნდიალზე ჩვენ ისეთი ფეხბურთელებიც ვიხილეთ, რომლებისთვისაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა ერთგვარ დებიუტად დიდ სცენაზე. პირველ რიგში გამოსარჩევები არიან ბენჟამენ პავარი და ლუკას ერნანდესი.

კილიან მბაპეს ფენომენი

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

19 წლის ფორვარდი შეუდარებელია. მბაპეს აღარ ჰქვია ამომავალი ვარსკვლავი, ის სრულფასოვანი ტოპ-ფეხბურთელია. კილიანმა დაამტკიცა, რომ პელესთან, ანრისა და რონალდოსთან გავლებული პარალელები სავსებით საფუძვლიანია.

კონფლიქტურ ფეხბურთელებზე უარის თქმა

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეშამმა აირიდა თავიდან ზედმეტი თავის ტკივილი და სახლში დატოვა ისეთი სკანდალური მოთამაშეები როგორებიც არიან ბენზემა, პაიეტი, სახო, სისოკო და სხვები. "მამლების" ბანაკში მუდამ სიმშვიდე სუფევდა, რადგან ისინი შრომობდნენ და არა წუწუნებდნენ.

ერთსულოვნება

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ირონიულად მოიხსენია "სამფეროვნები" როგორც ინტერნაციონალური ნაკრები. დეშამმა მას საკადრისი პასუხი გასცა და განუმარტა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელების წარმომავლობას, მის ნაკრებში ყველა ფრანგია. იგივე განწყობით იყვნენ დიდიეს შეგირდებიც, ისინი საფრანგეთისთვის იბრძოდნენ.

მემკვიდრეობა

10 მიზეზი, რის გამოც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

როგორც არ უნდა უარყოფდეს მბაპე მსგავსებას ზიდანის თაობასთან, ფაქტია, რომ სწორედ 1998 წლის საფრანგეთია დღევანდელი "მამლების" ერთგვარი პროტოტიპი და ორიენტირი. დეშამი იყო იმ სახელოვანი გუნდის კაპიტანი, მან ძალიან კარგად იცის მუნდიალზე ტრიუმფის გემო და ფასი. თქვენი აზრით, რომელი გუნდი იყო უფრო ძლიერი - 1998-ის თუ 2018-ის?

კომენტარები (0)

ბომბარდირები

ფეხბურთელი


იტვირთება ...


ტოპ 10

სატურნირო რუქა